ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანდროულა ვასილიუ (ბერძ. Ανδρούλλα Βασιλείου, დ. 30 ნოემბერი, 1943, პაფოსი, კვიპროსი) — კვიპროსელი და ევროპელი პოლიტიკოსი, ყოფილი ევროკომისარი ჯანდაცვის საკითხებში. 2010 წლის თებერვლიდან 2014 წლის 1 ნოემბრამდე ევროკომისარი განათლების, კულტურის, მულტილინგვიზმისა და ახალგაზრდობის საკითხებში.

ანდროულა ვასილიუ
ბერძ. Ανδρούλλα Βασιλείου[1] [2]

დაბადების თარიღი 30 ნოემბერი, 1943(1943-11-30)[3] [4] (80 წლის)
დაბადების ადგილი Paphos Municipality[3] [2]
მოქალაქეობა  კვიპროსი[3]
განათლება Middle Temple[3] და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი[3]
სამეცნიერო ხარისხი law degree[3] [2] და Bachelor of Arts in International Affairs[3] [2]
მეუღლე/ები გეორგიოს ვასილიუ[5]
ჯილდოები ალფონსო X ბრძენის ორდენის დიდი ჯვარი[6]

ანდროულა ვასილიუ ძალიან აქტიურია სოციალურ და კულტურულ სფეროებში, განსაკუთრებით გაეროსა და ევროკავშირში. კვიპროსში მას ეკავა მრავალი მნიშვნელოვანი თანამდებობა და იყო სხვადასხვა საჯარო და კერძო კომპანიის გამგეობის წევრი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანდროულა ვასილიუ დაიბადა პაფოსში. 1961-1964 წლებში სწავლობდა სამართალს Middle Temple Inn-ში, ლონდონში, დიდ ბრიტანეთში, შემდეგ კი 1964-1966 წლებში სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებს ლონდონის მსოფლიო საქმეთა ინსტიტუტში. 1968 წელს იგი დაბრუნდა კვიპროსში საადვოკატო პრაქტიკის მისაღებად. იგი მუშაობას იწყებს ჯერ Standard Chartered Bank-ის, შემდეგ კი Bank of Cyprus-ის იურიდიული მრჩეველის პოზიციაზე (ასევე არის სხვადასხვა კორპორაციის დირექტორთა საბჭოს წევრი). 1988 წელს, როდესაც მისი ქმარი გეორგიოს ვასილიუ კვიპროსის პრეზიდენტი გახდა, მან შეწყვიტა იურიდიული პრაქტიკა.

ვასილიუ იყო კვიპროსის პირველი ლედი 1988 წლიდან 1993 წლამდე. ანდროულა ვასილიუ 1996 წელს არჩეულ იქნა კვიპროსის წარმომადგენელთა პალატაში ერთიანი დემოკრატიული მოძრაობიდან და იგი ასევე ხელახლა აირჩიეს ამავე თანამდებობაზე 2001 წლიდან 2006 წლამდე. ამ პერიოდის განმავლობაში ვასილიუ მსახურობდა ევროპულ საქმეთა კომიტეტში და კვიპროსის და ევროკავშირის გაერთიანებულ საპარლამენტო კომიტეტში. იგი იყო კვიპროსის ალტერნატიული წარმომადგენელი ევროპულ კონვენციაში, რომელმაც შექმნა ევროპული კონსტიტუცია.

2001-2006 წლებში იყო ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროპის ლიბერალ ქალთა ქსელის თავმჯდომარე.

2008 წლის თებერვალში ვასილიუ მარკოს კვიპრიანუს ნაცვლად დაინიშნა ევროკომისრად ჯანდაცვის საკითხებში. 2008 წლის 3 მარტს იგი შეიცვალა ევროპული კომისიით და ამავე წლის აპრილის დასაწყისში გაიმართა სხდომა ევროპარლამენტში. იგი დამტკიცდა 2008 წლის 9 აპრილს 446 ხმით 7-ის წინააღმდეგ, 29 წევრმა კი თავი შეიკავა.[7][8] ბაროზოს მეორე კომისიის ფარგლებში, 2010 წლის თებერვლიდან მან მიიღო განათლების, კულტურის, მულტილინგვიზმისა და ახალგაზრდობის ევროკომისრის პორტფელი.

ანდროულა ვასილიუსი დაჯილდოვდა ალფონსო I ბრძენის სამოქალაქო ორდენის დიდი ჯვრით, 2010 წლიდან 2014 წლამდე განათლების, კულტურის, მულტილინგვიზმისა და ახალგაზრდობის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის[11].

1996-2000 წლებში იყო კვიპროსის ბიზნეს პროფესიონალ ქალთა ფედერაციის პრეზიდენტი.

ანდროულა ვასილიუ არის კვიპროსის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, გეორგიოს ვასილიუს ცოლი, რომელთანაც ჰყავს 2 ქალიშვილი და 1 ვაჟი.