ანდრეი შკურო (რუს. Андре́й Григо́рьевич Шкуро́ დ. 1886 — გ. 1947) — რუსი სამხედრო მოღვაწე, ყუბანელი კაზაკი, რუსეთის არმიის პოლკოვნიკი, მოხალისეთა არმიის გენერალ-ლეიტენანტი, პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთის სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილე, გიორგის ჯვრის კავალერი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1914-1916 წლებში იბრძოდა პირველი მსოფლიო ომის რუსეთის ფრონტზე. 1917 წლიდან იყო კავკასიის ფრონტზე. შემდეგ მსახურობდა გენერალ ბარათოვის საექსპედიციო კორპუსის შემადგენლობაში ირანში, სადაც იყო საკავალერიო პოლკის მეთაური. 1918 წლიდან შეუერთდა თეთრ მოძრაობას. 1918 წლის ბოლოდან იყო მოხალისეთა არმიის კავკასიის ცხენოსანი დივიზიის მეთაური. 1919 წლის გაზაფხულიდან იყო სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების ყუბანისა და თერგის ოლქის ჯარების სარდლობის შტაბის უფროსი.

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: