ანდრეა ჰენკელი
ანდრეა ჰენკელი (გერმ. Andrea Henkel; დ. 10 დეკემბერი, 1977, ილმენაუ, თიურინგია, გერმანია) — გერმანელი ბიატლონისტი.
ანდრეა ჰენკელი | ||
პერსონალური ინფორმაცია | ||
---|---|---|
სრული სახელი | ანდრეა ჰენკელი | |
დაბადების თარიღი | 10 დეკემბერი, 1977 | |
დაბადების ადგილი | ილმენაუ, გერმანია |
ბიოგრაფია
რედაქტირება1991 წელს სწავლობდა ობერჰოფის სპორტულ გიმნაზიაში, სადაც თავისი გამოსაშვები გამოცდა ჩააბარა. ჰენკელი 4 გზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა იუნიორებს შორის. ანდრეა ჰენკელს თავისი კარიერის განმავლობაში 14 შეჯიბრი აქვს მოგებული, პირველად 1999 წელს სლოვენიის ქალაქ პოკლიუკაში გაიმარჯვა მას-სტარტში.
2002 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სოლტ-ლეიკ-სიტიში ანდრეა ჰენკელმა მოახერხა 2 ოქროს მედლის მოგება, ინდივიდუალურ შეჯიბრსა და გუნდურ ესტაფეტაში. 2005 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ქალაქ ჰოხფილლცენში ჰენკელმა ისევ ოქროს მედალი აიღო ინდივიდუალურ შეჯიბრში 15 კმ-ზე, რითაც იგი პირველი ქალი ბიატლონისტი გახდა, რომელმაც ინდივიდუალურ შეჯიბრში მსოფლიო და ოლიმპიური ოქროს მედლები მოიგო. 2007 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ქალაქ ანტჰოლცში მას-სტარტში ჰენკელი ისევ პირველი იყო და შემდეგი გამარჯვება გუნდურ ესტაფეტაშიც მოიპოვა. 2006-2007 წლებში ჰენკელმა საერთო ჩათვლა მოიგო.
შვედეთის ქალაქ ესტერსუნდში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჰენკელი 3-ჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. იგი სპრინტში, დადევნებასა და გუნდურ ესტაფეტაში პირველი იყო.
ოლიმპიური თამაშები
|