ანდრეანოვის კუნძულები

ანდრეანოვის კუნძულები (ინგლ. Andreanof Islands) — კუნძულთა ჯგუფი ალეუტის კუნძულებში. განლაგებულია ამუქტისა და ამჩირკის სრუტეებს შორის. შედის აშშ-ის ალასკის შტატის შემადგენლობაში. გადაჭიმულია დაახლოებით 440 კმ-ზე. საერთო ფართობი, დელაროვის კუნძულებთან ერთად, უდრის 3924,737 კმ²-ს. უმაღლესი წერტილია ვულკანი ტანაგა (1806 მ). სულ არის 46 ვულკანური კუნძული და მრავალი პატარა კლდე. ყველაზე მნიშვნელოვანია კუნძულები ატკა და ადაკი. ანდრეანოვის კუნძულები მოქცეულია სეისმურად აქტიურ ზონაში. არის 8 მოქმედი ვულკანი. ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა 1957 და 2007 წლებში. შემოსილია სუბარქტიკული მდელოებით. ბევრია ყარსაღი; სანაპირო წყლებშია ვირთევზა და კამბალასებრნი. ანდრეანოვის კუნძულები აღმოაჩინა და პირველად აღწერა რუსმა მრეწველმა ანდრეან ტოლსტიხმა 1760-1764 წლებში. მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულებზე განლაგებული იყო ამერიკული სამხედრო ბაზები. ომის შემდეგ ბაზა კუნძულ ადაკზე გაფართოვდა და გახდა მუდმივი. დაიხურა 1995 წელს.

ანდრეანოვის კუნძულები
გეოგრაფია
მდებარეობა ბერინგის ზღვა
კოორდინატები 51°52′22″ ჩ. გ. 176°11′44″ დ. გ. / 51.87278° ჩ. გ. 176.19556° დ. გ. / 51.87278; -176.19556
მთავარი კუნძული ატკა
ფართობი 3924,737 კმ²
სიგრძე 440 კმ
უმაღლესი წერტილი 1806 მ

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება