ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანდიკის ციხე — კომპლექსური ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტ სოფელ ფოლადაურში.

ციხე განთავსებულია მდინარე ლოქის წყლისა და მის მარჯვენა შენაკადს შორის მდებარე ნიკოდაღის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში. აკონტროლებდა ლოქისხეობაში მიმავალ ისტორიულ გზას სომხეთ-საქართველოს შორის. ნაგებია ნატეხი ქვით კირდუღაბზე. წარმოადგენს თხემს შემოვლებულ სამკუთხა ფორმის გალავანს, რომელიც სამხრეთიდან ჩრდილოეთითაა წაგრძელებული. კედლების სისქე საშუალოდ 1.2 მეტრია. კუთხეები მომრგვალებული აქვს. სამხრეთით ვიწროა, და კედელი გარედან ფართო კონტრფორსითაა გამაგრებული. ასეთივე კონტრფორსია ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში. სამხრეთ ნაწილში კედელზე 5.5 მ დიამეტრის კოშკი აქვს მიდგმული. ორსენაკიანი ნაგებობის კვალი იკითხება დასავლეთი კედლის შუა ნაწილშიც. ასევე ნაგებობათა ბუდეები გაირჩევა ციხის ეზოში. ციხე ძალიან ცუდადაა შემორჩენილი. რეალურად ახლა განირჩევა კუთხეების კონტრფორსები და სამხრეთით კედელზე მიდგმული კოშკი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანდიკის_ციხე“-დან