ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა
ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა — ქუჩა თბილისში, ვაკის რაიონში (საბურთალო). პეტრე ქავთარაძის ქუჩიდან ნახშირგორის მთის ფერდობამდე. პეტრე ქავთარაძის ქუჩის გაგრძელება. ქუჩას XX საუკუნის 70-იან წლებში ვლადიმერ ჯიქიას სახელი ეწოდა. 2009 წელს ქუჩას რუსი ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას სახელი მიენიჭა.[1] ქუჩაზეა პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „მაგთიკომი“ (შპს).
ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ვაკის რაიონი |
უბანი | დელისი |
წინა სახელები | ვლადიმერ ჯიქიას ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 212, ISBN 978-99928-20-35-3.