ანასტასია ბაგრატიონ-დავითიშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილი)

ანასტასია (ტასო) ალექსანდრეს ასული ბაგრატიონ-დავითიშვილი-მაჩაბლისა (დ. 1869 — გ. 1917, აბასთუმანი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების თავმჯდომარე. ხელს უწყობდა ქართული თეატრის განვითარებას. თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლის, გიორგი ბაგრატიონ-დავითიშვილის და. დაქორწინებული იყო მწერალსა და საზოგადო მოღვაწემ ივანე მაჩაბელზე.

ანასტასია ბაგრატიონ-დავითიშვილი

ანასტასია ბაგრატიონ-დავითიშვილი გარდაიცვალა 1917 წელს. იმ დროინდელი პრესა იუწყება:

ვიკიციტატა
„ან. მაჩაბლის გარდაცვალების გამო ქართველ მსახიობთა საპროფესიო კავშირის საბჭომ თავის სხდომაზე 4 აგვისტოს 1917 წ. განიხილა აწ განსვენებულ ანასტასია ალექსანდრეს ასულის მაჩაბლის დიდი ღვაწლი ქართულ თეატრისადმი და მისი დაუღალავი ზრუნვა ქართველ მსახიობის ნივთიერ და სულიერ გაუმჯობესებისათვის და დაადგინა: პირველ პენსიას, რომელსაც მსახიობთა კავშირი დაუნიშნავს რომელიმე მსახიობს, დაერქვას ანასტასია ალექსანდრეს ასულის მაჩაბლის სახელობის პენსია, ხოლო გვირგვინის ნაცვლად 25 მანეთი გადაეცეს ქართულ გიმნაზიასთან არსებულ უფასო სასადილოს გამგეობას[1].“

ფოტოალბომი რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ალექსანდრე როინაშვილი პირველი ქართველი მესურათხატე, 1846-1898.-წიგნ.II.-თბ.,2007.-გვ.22.
  • მჭედლიშვილი ჯ. მაჩაბელზე ლეგენდების გარეშე.-თბ.,2007.-გვ.190.
  • გაიპარაშვილი ზ. საუკუნის ნიშანსვეტი.-თბ.,2007.-გვ.95.
  • მდივნიშვილი დ. მშვენიერთა სავანე.-თბ.,1999.-გვ.48.
  • ომეგა.-2002.-#8.-გვ.48.
  • ფერაძე ლ. შეწყვეტილი სიცოცხლე: ივანე მაჩაბელი.-თბ.,2004.-გვ.205.
  • Чихладзе Н. Грузинские женщини-деят. национ. культуры (XIX-XX в.).-Тб.,1987.-с.114.
  • გრიგოლია თ. ასე უყვარდათ უწინ...-თბ.,2011.-გვ.36.
  • ქალები წარსულიდან-მაგალითი მომავლისათვის.-[თბ.,2014].-გვ.16.

სქოლიო რედაქტირება

  1. გაზეთი "საქართველო" #196, 6 სექტემბერი, 1917
  2. Багратион-Давыдовы Анастасия (Тасо) и Варвара (Бабо) Александровны (княжна)