ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ამრიტა პრიტამი (პენჯაბ. ਅੰਮ੍ਰਿਤਾ ਪ੍ਰੀਤਮ; დ. 31 აგვისტო, 1919 — გ. 31 ოქტომბერი, 2005) — ინდოელი რომანისტი, ესეისტი და პოეტი, რომელიც პენჯაბურ და ჰინდი ენებზე წერდა. იგი პირველ ქალ პენჯაბურენოვან პოეტად, რომანისტად, ესეისტად და ასევე XX საუკუნის წამყვან პენჯაბურენოვან პოეტად მიიჩნევა, რომელიც თანაბრად უყვარდათ როგორც ინდოელ, ისე პაკისტანელ მკითხველებს. 60-წლიანი ლიტერატურული კარიერის მანძილზე მან 100-ზე მეტი ნაწარმოები გამოსცა. მისი შემოქმედება პოეზიას, პროზას, ბიოგრაფიებს, ესეებს, პუნჯაბური ფოლკლორული სიმღერების კოლექციას და ავტობიოგრაფიას მოიცავს.

ამრიტა პრიტამი
ინგლ. Amrita Pritam!

პრიტამი 1948 წელს
დაბადების თარიღი 31 აგვისტო, 1919
დაბადების ადგილი პენჯაბი, პაკისტანი
გარდაცვალების თარიღი 31 ოქტომბერი, 2005 (86 წლის)
გარდაცვალების ადგილი დელი, ინდოეთი
საქმიანობა რომანისტი, პოეტი, ესეისტი
ენა ჰინდი ენა და პენჯაბური ენა
ეროვნება ინდოელი
მოქალაქეობა  ბრიტანეთის ინდოეთი
 ინდოეთი
პერიოდი 1936-2005
ჟანრი პოეზია, პროზა, ავტობიოგრაფია
თემატიკა ინდოეთის გაყოფა
მიმდინარეობა რომანტიზმ-პროგრესივიზმი
Magnum opus Pinjar[1] და Sunehure
ჯილდოები ხელოვნებისა და ლიტერატურის ოფიცრის ორდენი, Padma Vibhushan in literature & education[2] , Padma Shri in literature and education[3] , Sahitya Akademi Award in Punjabi[4] [5] , Jnanpith Award[6] , Punjab Rattan Award[7] და Fellow of the Sahitya Akademi[8]

პრიტამის ყველა ცნობილი რომანია Pinjar („ჩონჩხი“, 1950), რომელშიც მან შექმნა მეტად დასამახსოვრებელი პერსონაჟი, პურო, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის, ადამიანურობის დაკარგვისა და ეგზისტენციალური შიშისადმი დანებების სიმბოლოდ გვევლინება. 2003 წელს რომანის მიხედვით ეკრანიზაცია გადაიღეს.[9][10]

მას შემდეგ, რაც 1947 წელს პაკისტანი ინდოეთს გამოეყო, პრიტამი ლაჰორიდან ინდოეთში გადავიდა, მიუხედავად ამისა, მის თანამედროვე კოლეგათაგან განსხვავებით, მას მთელი სიცოცხლის მანძილზე არ დაუკარგავს პაკისტანელი მკითხველის სიყვარული.

პრიტიმი პენჯაბური ლიტერატურის მთავარ ქალ წარმომადგენლად მიიჩნევა. მწერალი მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია,[11] მათ შორისაა ინდოეთის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო – პადმა ვიბჰუშანი, რომელიც მან 2004 წელს მიიღო. ამავე წელს პრიტამს მიენიჭა ინდოეთის უმაღლესი ლიტერატურული ჯილდო.

მწერლის მრავალი ნაწარმოები, მათ შორის ავტობიოგრაფიული ნამუშევრები: „შავი ვარდი“ და „Rasidi Ticket“, ინგლისურ, ფრანგულ, დანიურ, იაპონურ და ჩინურ ენებზე ენებზე ითარგმნა.[12]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ამრიტა პრიტანი 1919 წელს ამრიტ კაურის სახელით, პაკისტანის, იმჟამადინდელ ბრიტანეთის ინდოეთის პროვინცია პენჯაბში დაიბადა. გოგონას 11 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა, რის შემდეგაც იგი მამასთან ერთად ქალაქ ლაჰორში გადავიდა, სადაც 1947 წელს ინდოეთში ემიგრაციამდე ცხოვრობდა. ამრიტას მოუწია დედის სიკვდილით გამოწვეულ მარტოობასა და დროზე ადრე აკიდებულ პასუხისმგებლობებს გამკლავებოდა, რის შედეგადაც მან ადრეული ასაკიდანვე დაიწყო წერა. პრიტანმა პირველი ლექსების ანთოლოგია 1936 წელს, 16 წლის ასაკში გამოაქვეყნა. ამავე წელს იგი დაქორწინდ რედაქტორ პრიტამ სინგზე, რის შემდეგაც მან სახელი შეიცვალა და ამრიტ კაურის ნაცვლად ამრიტა პრიტანი გახდა.

პრიტამი პროგრესორ მწერალთა მოძრაობის წევრი გახდა, რისი ზეგავლენაც აისახა მის კრებულში Lok Peed („ხალხის ბრაზი“, 1944), რომელშიც იგი ღიად აკრიტიკებს ომისაგან განადგურებულ ეკონომიკას და 1943 წლის ბენგალის შიმშილობას. 1947 წლამდე მწერალი ლაჰორის რადიოსადგურში მუშაობდა.[13]

1947 წელს ინდოეთის გაყოფას მასობრივი სახალხო ძალადობა მოჰყვა, რასაც მილიონი ინდუსის, სიქისა და მუსლიმის სიცოცხლე შეეწირა. განვითარებული მოვლენბმა 28 წლის პრიტანი ლტოლვილად აქცია, იგი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ლაჰორი და ნიუ-დელიში გადასულიყო საცხოვრებლად.

1961 წლამდე პრიტამი რადიოში მუშაობდა. 1960 წელს იგი განქორწინდა, რის შემდეგაც მისი შემოქმედება ბევრად უფრო ფემინისტური გახდა. არაერთ მოთხრობასა თუ ლექსში იგი წარუმატებელი ქორწინების გამოცდილებას აღწერდა.

რამდენიმე წლის მანძლზე პრიტამი ლიტერატურული ჟურნალის რედაქტორი იყო. მოგვიანებით იგი ოშოს შემოქმედებით დაინტერესდა და მისი რამდენიმე წიგნისთვის წინასიტყვაობა დაწერა,[14] რის შემდეგაც სპიტუალური საკითხების შესახებ დაიწყო წერა. მან გამოაქვეყნა ნაწარმოებები: „დროის ცნობიერება“ და „შეუცნობლის ძახილი“.[15]

პრიტამი 2005 წლის 31 ოქტომბერს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.[16]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

60-წლიანი ლიტერატურული მოღვაწეობის მანძილზე პრიტამმა 28 რომანი, 18 პროზაული ანთოლოგია, 5 მოთხრობა და 16 შერეული ჟანრის კრებული გამოაქვეყნა.

ავტობიოგრაფია

რედაქტირება
  • „შავი ვარდი“ (1968)
  • „სიტყვების ჩრდილი“ (2004)

პოეტური ანთოლოგია

რედაქტირება
  • Amrit Lehran („უკვდავი ტალღები“, 1936)
  • Jiunda Jiwan („მხიარული ცხოვრება“, 1939)
  • Lok Peera („ხალხის ბრაზი“, 1944)
  • Sunehade („გზავნილები“, 1955)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://www.revolvy.com/main/index.php?s=Pinjar%20(novel)
  2. List of Padma awardees // The Hindu — 2004. — ISSN 0971-751X
  3. Amrita Pritam - Vikas Publishing
  4. SAHITYA : Akademi Awards
  5. http://sahitya-akademi.gov.in/awards/akademi%20samman_suchi.jsp#PUNJABI
  6. Jnanpith Laureates
  7. http://www.punjabspider.com/resources/2817-Biography-books-Amrita-Pritam-famous.aspx
  8. Sahitya Akademi fellowship for Amrita Pritam, Anantha Murthy — 2004.
  9. Always Amrita, Always Pritam Gulzar Singh Sandhu on the Grand Dame of Punjabi letters, The Tribune, 5 November 2005.
  10. Amrita Pritam Modern Indian Literature: an Anthology, by K. M. George, Sahitya Akademi. 1992, ISBN 81-7201-324-8.945–947.
  11. Amrita Pritam: A great wordsmith in Punjab’s literary history დაარქივებული 19 June 2006 საიტზე Wayback Machine. Daily Times (Pakistan), 14 November 2005.
  12. Editorial დაარქივებული 13 November 2006 საიტზე Wayback Machine. Daily Times (Pakistan), 2 November 2005.
  13. A tribute to Amrita Pritam by Osho lovers დაარქივებული 16 July 2011 საიტზე Wayback Machine. Sw. Chaitanya Keerti, sannyasworld.com.
  14. Visions of Divinity – Amrita Pritam დაარქივებული 27 September 2008 საიტზე Wayback Machine. Life Positive, April 1996.
  15. „Indian writer Amrita Pritam dies“. BBC News. 31 October 2005. ციტირების თარიღი: 1 August 2012.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ამრიტა_პრიტამი“-დან