რიჩარდ ამირეჯიბი

(გადამისამართდა გვერდიდან ამირეჯიბი, რიჩარდ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამირეჯიბი.

რიჩარდ ოლივერის ძე ამირეჯიბი (დ. 10 დეკემბერი, 1924, თბილისი — გ. 6 ივნისი, 1980, იქვე) — ქართველი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1948 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი ა მუშაობა დაიწყო კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტში. შემდეგ ხელმძღვანელობდა კლინიკურ-ფუნქციონალურ ლაბორატორიას ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის გენერაციული ფუნქციის ინსტიტუტში, 1972 წლიდან კი ქირურგიის ინსტიტუტშია. 1972 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ავტორია 50-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 44, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება