ამირანი (საზოგადოება)

ქართველ ტანმოვარჯიშეთა სპორტული საზოგადოება
ტერმინს „ამირანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ამირანი.

„ამირანი“ — ქართველ ტანმოვარჯიშეთა სპორტული საზოგადოება (1917-1918), ჩამოყალიბდა „ქართველ მხედართა კავშირთან“ გ. ბერელაშვილისა და დავით ჯავრიშვილის თაოსნობით. 8 თვის არსებობის განმავლობაში 80-მდე წევრი შემოიკრიფა და ერთი საჩვენებელი გამოსვლა მოაწყო ქართულ კლუბში. 1918 წელს „ამირანი“ „შევარდენს“ შეუერთდა.

ლიტერატურა

რედაქტირება