მთავარი მენიუს გახსნა

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა

Us-passport.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა — ინდივიდის პოლიტიკური და იურიდიული სტატუსი, რომლის დროსაც მის უფლებებს იცავს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია, ხოლო მას იმავე კონსტიტუციით განსაზღვრული ვალდებულებები გააჩნია აშშ-ის მიმართ.[1][2]

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ავტომატურად ხდება ნებისმიერი აშშ-ის დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიაზე დაბადებული ინდივიდი (აშშ-ის 50 შტატის და კოლუმბიის ოლქის გარდა იგულისხმება აშშ-ის სხვა ტერიტორიებიც: პუერტო-რიკო, გუამი, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები, ვირჯინის კუნძულები და სხვ.). ინდივიდის ნატურალიზაციისთვის უნდა დაიცვას შემდეგი პუნქტები:

  • ინდივიდის ასაკი უნდა აღემატებოდეს 18 წელს (ეს პუნქტი არ მოქმედებს, თუ ინდივიდის ერთ-ერთი მშობელი უკვე არის აშშ-ის მოქალაქე).
  • ინდივიდს უნდა ჰქონდეს ნაცხოვრები აშშ-ში ხუთი წლის განმავლობაში მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსით (თუ ინდივიდის ცოლი ან ქმარი აშშ-ის მოქალაქეა, ეს დრო სამ წლამდე მცირდება).
  • ინდივიდი უნდა ფლობდეს „მაღალ მორალურ თვისებებს“.
  • ინდივიდმა უნდა წარმატებით ჩააბაროს ტესტი ინგლისური ენის და აშშ-ის ისტორიის ცოდნის დასამტკიცებლად.
  • ინდივიდმა უნდა დადოს აშშ-ის ერთგულების ფიცი.

სქოლიორედაქტირება