ამენჰოტეპი (ჰაპუს შვილი)

ამენჰოტეპი — ძველი ეგვიპტელი არქიტექტორი, ქურუმი, მწერალი და თანამდებობის პირი. გააღმერთეს სიკვდილის შემდეგ.

ამენჰოტეპის სკულპტურა

დაიბადა ატრიბისში (თანამედროვე ბანჰა, კაიროს ჩრდილოეთით) თუტმოს III-ის (ძვ. წ. 1458-1425 წწ.) მმართველობის პერიოდში, ჰაპუსა და მისი ცოლის იპუს ოჯახში. ამენჰოტეპმა კარიერა დაიწყო მშობლიურ ქალაქში, სადაც დაინიშნა ჰოროსის უმაღლეს ქურუმად.

იგი, სავარაუდოდ, გარდაიცვალა ამენჰოტეპ III-ის მეფობის 31-ე წელ (ძვ. წ. 1357 წ.).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება