ამასიის რაიონი (სომხ. Ամասիայի շրջան) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სომხეთის სსრ-ისა და სომხეთის შემადგენლობაში, არსებობდა 1930—1995 წლებში. ცენტრი — სოფელი ამასია.

რაიონი
ამასიის რაიონი
Ամասիայի շրջան
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ადმ. ცენტრი ამასია (შირაკი)[1]
კოორდინატები 40°56′48″ ჩ. გ. 43°46′53″ ა. გ. / 40.94667° ჩ. გ. 43.78139° ა. გ. / 40.94667; 43.78139
დაარსდა 9 სექტემბერი, 1930[1]
ფართობი 614 კმ²
მოსახლეობა 6 300 კაცი (1989)
გაუქმდა 11 აპრილი, 1995
ამასიის რაიონი — დედამიწა
ამასიის რაიონი

მოსახლეობა რედაქტირება

1939 წლის მონაცემებით, რაიონის მცხოვრებთა 68% აზერბაიჯანელი, ხოლო 30% სომეხი იყო[2].

ისტორია რედაქტირება

ამასიის რაიონი შეიქმნა 1930 წელს.

1951-1956 წლებში შედიოდა მიქოიანის რაიონის შემადგენლობაში.

1951 წელს რაიონი გაუქმდა და ღუკასიანის რაიონს შეუერთდა, მაგრამ 1950-იანების მეორე ნახევარში რაიონი აღდგა. 1962 წელს იგი კვლავ გაუქმდა, ხოლო 1963-ში ისევ აღდგა.

1995 წელს სომხეთში ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემოღების შემდეგ რაიონი გაუქმდა[3] და შირაკის პროვინციის ნაწილი გახდა.

გეოგრაფია რედაქტირება

1948 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაიონის ტერიტორია 534 კმ²-ს შეადგენდა.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

1948 წლის მდგომარეობით, რაიონი მოიცავდა 18 სოფსაბჭოს: აზიზბეკოვის, ამასიის, ბანდივანის, გიოლინის, გიულიბულაღის, გიულიჯინის, ჯრაძორის, დუზქენდის, იბიშის, კონჯალის, კუზიქენდის, მაღარაჯუკის, ნორაღპიურის, ოქსიუზის, ოღჯოგლინის, ჭივინლის, შურაბადის[4].

სქოლიო რედაქტირება