ამარგოსის უდაბნო (ინგლ. Amargosa Desert) — უდაბნო აშშ-ში. მდებარეობს ნევადის შტატში, კალიფორნიის შტატთან საზღვრის გასწვრივ. მისი ფართობი 6734 კმ²-ია. გეოგრაფიულად მიიჩნევა ამარგოსის ველის ნაწილად.

ამარგოსის უდაბნო
უდაბნოს მდებარეობა

უდაბნოს სახელი მომდინარეობს მდინარე ამარგოსადან, რაც ესპანურად მწარეს ნიშნავს. ეს კი იმითაა განპირობებული, რომ ამ მდინარსი წყალს მწარე გემო აქვს.[1] უდაბნო ზღვის დონიდან 790 - 840 მეტრზე მდებარეობს.

უდაბნო მდებარეობს ფუნერალის მთებსა და სიკვდილის ველს შორის.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Gudde, Erwin; William Bright (2004). California Place Names, Fourth ed., University of California Press, გვ. 11. ISBN 0-520-24217-3.