ალხან-ყალას ოპერაცია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ალხან-ყალას ოპერაცია
თარიღი 2001 წლის 22 ივნისი - 2001 წლის 28 ივნისი
მდებარეობა ალხან-ყალა, ჩეჩნეთი, რუსეთი
შედეგი რუსების გამარჯვება
მხარეები
რუსეთის დროშა
რუსეთის ფედერაცია
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დროშა
ჩეჩნეთის იჩკერიის რესპუბლიკა
მეთაურები
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დროშა არბი ბარაევი
დანაკარგები
1+ 18+

ალხან-ყალას ოპერაცია — 2001 წლის 25 ივნისს ჩეჩნეთის მეორე ომის დროს ჩეჩნეთის დასახლებულ პუნქტ ალხან-ყალაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებული ,,გაწმენდითი ოპერაცია" (ე.წ. ზაჩისტკა). ალხან- ყალას ერთკვირიანმა ოპერაციამ გამოიწვია შეიარაღებული ოპერაციები რუსებსა და ჩეჩენ სეპარატისტებს შორის და საბოლოოდ, ჩეჩენთა მეთაურის, არბი ბარაევის მკვლელობით დასრულდა.

წინაპირობა

რედაქტირება

ჩეჩნეთის იჩკერიის რესპუბლიკა (ჩეჩნეთი) დე ფაქტო დამოუკიდებელი იყო რუსეთისგან 1994 წლის ჩეჩნეთის პირველი ომის დაწყებიდან. ამ დამოუკიდებლობის დროს საერო მთავრობა შესუსტდა, ხოლო ჩეჩნეთი მებრძოლების და ისლამისტური მმართველობის გავლენის ქვეშ მოექცა. 1999 წლის აგვისტოში დაღესტნის ომი დაიწყო, როდესაც ჩეჩენი ისლამისტები შეიჭრნენ რუსეთის სახელმწიფო დაღესტანში, მაგრამ ერთ თვეში რუსმა სამხედროებმა ისინი განდევნეს. დაღესტნის ომი ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების წინაპირობა გახდა, როდესაც რუსეთის ფედერაციული ჯარები ჩეჩნეთში შევიდნენ და მათი დამოუკიდებლობის დასრულება გამოაცხადეს. 2000 წლის ივნისისთვის ომი ,,აჯანყების ფაზაში" შევიდა, სადაც რუსული ჯარები რამდენიმე დღის განმავლობაში ,,გაწმენდით ოპერაციებს" (რუსულად: Зачистка, ზაჩისტკა) ასრულებდნენ ჩეჩნეთის სოფლებში.

ოპერაცია

რედაქტირება

2001 წლის 22 ივნისს რუსულმა ჯარებმა სპეციალურად ორგანიზებული ოპერაცია დაიწყეს ალხან-ყალაზე, გროზნოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე დიდ სოფელზე, რამაც შეიარაღებული შეტაკება გამოიწვია ჩეჩენ სეპარატისტებთან. ალხან-ყალა იყო სეპარატის არბი ბარაევის მშობლიური სოფელი, რომელიც ეჩნეთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სეპარატისტი მებრძოლი და სპეციალური დანიშნულების ისლამური პოლკის დამფუძნებელი, ისლამისტური ორგანიზებული დანაშაულებრივი სინდიკატი იყო. მან ტერორი მოახდინა ჩეჩნეთში დე ფაქტო დამოუკიდებლობის დროს ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგ. ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ ბარაევი მოკლეს თავდაპირველი დარბევის დროს, ხოლო მისი ცხედარი მოგვიანებით გადასცეს მის ოჯახს.[1] ბარაევის გარდაცვალების შესახებ რუსულმა მედიამ რამდენჯერმე გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა დარბევის შემდეგ კავკაზის ცენტრმა განაცხადა, რომ ,,ისლამური სპეციალური დანაყოფის მეთაური არბი ბარაევი მოწამებრივი სიკვდილით დაიღუპა".

ბრძოლა რუსულ ძალებსა და ჩეჩენ სეპარატისტებს შორის ექვსი დღის განმავლობაში გაგრძელდა და შედეგად ალხან-ყალა მასიურად განადგურდა. სახლების უმეტესობა დაინგრა. რუსეთის ოფიციალური პირების თქმით, ბარაევის მრავალი თანამზრახველი მოკლეს და 800-მდე სოფელში მცხოვრები დააკავეს. [2]

შედეგები

რედაქტირება

არბი ბარაევი იყო სეპარატისტების უფროსი ლიდერი, რომელიც რუსებმა მოკლეს ან ტყვედ ჩაიგდეს ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ, 1999 წელს, რაც მოსკოვმა ომის პერიოდში მთავარ წარმატებას შეაფასა.[3] ბარაევის გარდაცვალების ალტერნატიული ვერსიით, იგი ცოცხალი შეიპყრეს და გადააბარეს რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს. მას ასევე ეძებდნენ რუსეთის საგარეო სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს წევრები გერმან უგრიუმოვის (საბჭოთა და რუსეთის საზღვაო ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურების ოფიციალური პირი) გარდაცვალებაში ეჭვმიტანილობის გამო. სავარაუდოდ ჩეჩენი მებრძოლები შეიკრიბნენ ბარაევის გასათავისუფლებლად და იმ სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს, სადაც ის იმყოფებოდა. სწორედ იმ სამხედრო ბაზაზე, სადაც ბარაევი წამებით მოკლეს.[4]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-12. ციტირების თარიღი: 2011-07-09.
  2. FEDERAL FORCES RESPOND TO REBEL ATTACKS WITH PUNITIVE "CLEANSING" OPERATIONS. Archived 2007-09-30 at the Wayback Machine
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-12. ციტირების თარიღი: 2011-07-09.
  4. he Security Organs of the Russian Federation. A Brief History 1991-2005 Archived T May 17, 2008, at the Wayback Machine