ალფრედ ნობელი

(გადამისამართდა გვერდიდან ალფრედ ბერნჰარდ ნობელი)

ალფრედ ბერნჰარდ ნობელი (დ. 21 ოქტომბერი, 1833, სტოკჰოლმი, შვედეთი ― გ. 10 დეკემბერი, 1896, სან-რემო, იტალია) — ნობელის პრემიის დამფუძნებელი, შვედი ქიმიკოსი, ინჟინერი, ნოვატორი, იარაღის დამმზადებელი და დინამიტის შემქმნელი. მან 355 სხვადასხვა პატენტი დაამზადა, რომელთაგან ყველაზე ცნობილი დინამიტია. სინთეზურ ელემენტს ნობელიუმი დაერქვა.[19] იგი ფლობდა ბოფორსს, შეიარაღების საწარმოს, რომელიც მან რკინის გადამამუშავებელი ქარხნიდან ჭურვების სატყორცნ და შეირაღებისათვის საჭირო მოწყობილობების დამამაზადებელ ქარხანად გარდაქმნა. მას შემდეგ რაც მან წაიკითხა გაზეთში გამოქვეყნებული ნაადრევი ნეკროლოგი მისი გარდაცვალების შესახებ, რომელშიც ავტორმა დაგმო ნობელის მიერ იარაღის გაყიდვის შედეგად მიღებული მოგება, მან გადაწყვიტა, თავისი მემკვიდრეობა დაეტოვებინა ნობელის პრემიისათვის.[20][21] მისი სახელი ასევე დარჩა ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა „დინამიტი ნობელი“ და „აკზონობელი“, რომლებიც ნობელის მიერ დაფუძნებული კომპანიების შერწყმის შედეგები არიან.

ალფრედ ნობელი
Alfred Bernhard Nobel
დაბ. თარიღი 21 ოქტომბერი, 1833(1833-10-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი Jakob and Johannes parish, სტოკჰოლმი[2]
გარდ. თარიღი 10 დეკემბერი, 1896(1896-12-10)[10] [11] [3] [4] [5] [6] [7] [8] (63 წლის)
გარდ. ადგილი სან-რემო, იტალია[1] [12]
დასაფლავებულია ნორა ბეგრავნინგსპლატსენი[13] [14]
მოქალაქეობა  შვედეთი
საქმიანობა ქიმიკოსი[1] , industrialist, ფილანტროპი, ფოტოგრაფი, weapons manufacturer, ინჟინერი და მეცნიერი[15]
მეუღლე
მამა ემანუელ ნობელი[2]
დედა კაროლინა ანდრიეტა ალსელი[2]
ჯილდოები ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი[16] , საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[17] , პოლარული ვარსკვლავის ორდენის რაინდი[17] , იტალიის გვირგვინის ორდენის ოფიცერი[17] , Officer of the Imperial Order of the Rose[17] , Knight Officer of the Order of Saints Maurice and Lazarus[17] , ჯონ ფრიცის მედალი[18] , საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[17] , Officer of the Order of the Southern Cross[17] და საპატიო ლეგიონის ორდენი
ხელმოწერა

ცხოვრება და კარიერა

რედაქტირება
 
ალფრედ ნობელი ახალგაზრდა ასაკში 1850-იან წლებში

სტოკჰოლმში დაბადებული ალფრედ ნობელი იყო გამომგონებლისა და ინჟინრის, იმანუელ ნობელის (1801–1872 წწ.) პირველი ვაჟი და კაროლინა ანდრიეტა (ალსელი) ნობელის (1805–1889) მესამე ვაჟი. წყვილი დაქორწინდა 1827 წელს და შეეძინათ რვა შვილი. ოჯახი გაღატაკებული იყო და მხოლოდ ალფრედი და მისი სამი ძმა გადარჩა.[22] მამის ხაზით ალფრედ ნობელი შვედი მეცნიერის, ოლაუს რუდბეკის შთამომავალი იყო (1630–1702)[23] და თავის მხრივ, ბიჭი დაინტერესდა ინჟინერიით, განსაკუთრებით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით. ძირითადი პრინციპები ისწავლა მამისგან ახალგაზრდა ასაკში. ალფრედ ნობელმა ინტერესი ტექნოლოგიის მიმართ მამამისისგან მიიღო, რომელიც სტოკჰოლმში, შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებული იყო.[24]

სხვადასხვა საქმიანი კრახის შემდეგ, ნობელის მამა 1837 წელს საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდა და იქ წარმატებას მიაღწია მანქანათმშენებლობასა და ასაფეთქებელი მასალების წარმოებაში. მან გამოიგონა veneer lathe (რომელიც აწარმოებდა თანამედროვე პლაივუდს[25]) და დაიწყო მუშაობა ტორპედოზე.[26] 1842 წელს ოჯახიც ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. უკვე მშობლებს შეეძლოთ ნობელის მიბარება კერძო დამრიგებლებისთვის და ის ბიჭი, რომელიც სწავლის პროცესში გამოირჩეოდა, განსაკუთრებით ქიმიასა და უცხო ენებში, უკვე შეძლებდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენების შესწავლას. 18 თვის განმავლობაში, 1841 წლიდან 1842 წლამდე, ნობელი სწავლობდა სტოკჰოლმის სკოლაში, რომელიც იყო ერთადერთი სკოლა სადაც მას ოდესმე უსწავლია.[22]

ახალგაზრდობაში ნობელი სწავლობდა ქიმიკოს ნიკოლაი ზინინთან. შემდეგ, 1850 წელს პარიზში გაემგზავრა სამუშაოს გასაგრძელებლად. იქ მან გაიცნო ასკანიო სობრერო, რომელმაც სამი წლით ადრე გამოიგონა ნიტროგლიცერინი. სობრერო მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა ნიტროგლიცერინის გამოყენებას, რადგან ის არაპროგნოზირებადი იყო, ფეთქდებოდა სითბოს ან წნევის დაქვემდებარებისას. მაგრამ ნობელი დაინტერესდა, რომ გაეკონტროლებინა ნიტროგლიცერინი, როგორც კომერციულად გამოსადეგი ასაფეთქებელი საშუალების შემადგენელი, რადგან მას უფრო მეტი ძალა ჰქონდა, ვიდრე დენთს. 18 წლის ასაკში იგი გაემგზავრა შეერთებულ შტატებში სწავლისთვის,[27] მოკლე დროით მუშაობდა შვედ-ამერიკელი გამომგონებლის ჯონ ერიქსონის ხელმძღვანელობით, რომელმაც შეიმუშავა ამერიკის სამოქალაქო ომის რკინიგზა USS Monitor.[22][28]

ოჯახის ქარხანა აწარმოებდა სამხედრო იარაღს ყირიმის ომისათვის (1853–1856), მაგრამ უჭირდათ რეგულარული შიდა პროდუქტის წარმოებაზე გადართვა, რამაც ომის დასრულების შემდეგ მათი გაკოტრება გამოიწვია. 1859 წელს ნობელის მამამ თავისი ქარხანა დაუტოვა მეორე ვაჟს, ლუდვიგ ნობელს (1831–1888), რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ბიზნესი. ნობელი და მისი მშობლები შვედეთში დაბრუნდნენ რუსეთიდან და ნობელმა მიუძღვნა თავი ასაფეთქებელი ნივთიერებების შესწავლას, განსაკუთრებით კი ნიტროგლიცერინის უსაფრთხო წარმოებას და გამოყენებას. ნობელმა გამოიგონა დეტონატორი 1863 წელს და 1865 წელს დააპროექტა ასაფეთქებელი კაფსულა.

1864 წლის 3 სექტემბერს ფარდული, რომელსაც იყენებდა ნიტროგლიცერინის მოსამზადებლად, აფეთქდა ჰელენბორგის ქარხანაში, სტოკჰოლმში, შვედეთი. აფეთქების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ნობელის უმცროსი ძმა ემილი.[22] უფრო მცირე უბედური შემთხვევებით ნობელმა სხვა ქარხნების აშენება განაგრძო, რომლებიც ფოკუსირებული იქნებოდა ასაფეთქებელი ნივთიერებების სტაბილურობის გაუმჯობესებაზე. ნობელმა გამოიგონა დინამიტი 1867 წელს, რომელიც შემადგენლობით უფრო გამძლე და უსაფრთხო იყო, ვიდრე არამდგრადი ნიტროგლიცერინი. დინამიტი დაპატენტდა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში და მას ფართოდ იყენებდნენ სამთო და სატრანსპორტო ქსელების მშენებლობაში საერთაშორისო მასშტაბით. 1875 წელს ნობელმა გამოიგონა გელიგნიტი, უფრო სტაბილური და ძლიერი, ვიდრე დინამიტი და 1887 წელს დააპატენტა ბალისტიტი, კორდიტის წინამორბედი.

ნობელი აირჩიეს შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის წევრად 1884 წელს. იგივე ინსტიტუტი მოგვიანებით შეარჩიეს ნობელის ორი ჯილდოს ლაურეატად და მან მიიღო საპატიო დოქტორის წოდება უფსალას უნივერსიტეტიდან 1893 წელს.

 
ალფრედ ნობელის დაკრძალვის ნიღაბი, ნობელის რეზიდენციაში კარლსკუგა, შვედეთი

ნობელის ძმებმა ლუდვიგმა და რობერტმა გამოიყენეს კასპიის ზღვის გასწვრივ არსებული ნავთობის საბადოები და გამდიდრდნენ. ნობელმაც გაიღო საკუთარი ინვესტიცია და დიდი სიმდიდრე შეაგროვა ნავთობის ახალი რეგიონების განვითარების გზით. მისი ცხოვრების პერიოდში ნობელმა დაამზადა 355 პატენტი საერთაშორისო დონეზე და გარდაცვალების შემდეგ მისმა ბიზნესმა დააარსა 90-ზე მეტი შეიარაღების ქარხანა, მიუხედავად ამ ყველაფრის, იგი მაინც პაციფისტად ხასიათდება.[29]

1888 წელს მისი ძმის, ლუდვიგის, გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე გაზეთმა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი ალფრედის გარდაცვალების შესახებ. ერთმა ფრანგულმა გაზეთმა გამოაქვეყნა ნეკროლოგი სათაურით „Le Marchand de la mort est mort“ („სიკვდილის ვაჭარი მოკვდა“). ნობელმა წაიკითხა ნეკროლოგი და გაოგნებულს გაუჩნდა აზრი, რომლითაც იგი გვახსენდება დღეს. მან ნობელის პრემიისათვის დატოვა თავისი ქონების უმეტესი ნაწილი.[30]

ნობელის პრემია

რედაქტირება
 
ნობელის პრემიის ერთ-ერთი მედლის წინა მხარე

1888 წელს ალფრედის ძმა, ლუდვიგი, გარდაიცვალა. იმ დროისათვის ალფრედი კანში იმყოფებოდა და ფრანგულმა გაზეთმა შეცდომით გამოაქვეყნა ალფრედის ნეკროლოგი. მას გმობდნენ ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოგონებისთვის და სწორედ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, მისი მემკვიდრეობა დაეტოვებინა უკეთესი საქმისთვის. ნეკროლოგის განცხადებით: „სიკვდილის ვაჭარი მკვდარია“ და „ალფრედ ნობელი, რომელიც გახდა მდიდარი სხვა ადამიანების უფრო სწრაფად მოკვდინების გზის მოძებნით, ვიდრე ეს იქამდე იყო შესაძლებელი, გუშინ გარდაიცვალა.“ ალფრედმა (რომელსაც არასოდეს ჰყოლია ცოლი ან შვილი) იმედგაცრუებული დარჩა წაკითხულით და შეშფოთდა იმ ფაქტით, რომ მომავალშიც ამგვარად გაიხსენებდნენ.[31]

1895 წლის 27 ნოემბერს, პარიზის შვედურ - ნორვეგიულ კლუბში, ნობელმა ხელი მოაწერა თავის უკანასკნელ ნებასა და აღთქმას და გამოყო მისი ქონების უმეტესი ნაწილი ნობელის პრემიისათვის, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოებს ეროვნების განსხვავებულობის გარეშე.[32]

ამ ჯილდოების პირველი სამი ჯილდო გადაეცა ფიზიკურ მეცნიერებაში, ქიმიასა და სამედიცინო მეცნიერებაში ან ფიზიოლოგიაში. მეოთხე არის ლიტერატურული ნაწარმოებისთვის „იდეალური მიმართულებით“ და მეხუთე პრიზი უნდა მიენიჭოს იმ პირს ან საზოგადოებას, რომელიც უდიდეს სამსახურს უწევს საერთაშორისო ძმობას, მუდმივი ჯარების ჩახშობას ან შემცირებას ან სამშვიდობო კონგრესების დაარსება-განვითარებას.

ლიტერატურული პრემია ჩამოყალიბდა ნაწარმოებისთვის „იდეალური მიმართულებით“ (i idealisk riktning შვედურ ენაზე), რამაც დიდი გაუგებრობა გამოიწვია. მრავალი წლის განმავლობაში, შვედეთის აკადემია განმარტავდა „იდეალს“, როგორც „იდეალისტურს“ (idealistisk) და ეს გამოიყენეს, როგორც მიზეზი, რომ არ გადაეცათ პრიზი მნიშვნელოვანი, მაგრამ ნაკლებად რომანტიკული ავტორებისათვის, მაგალითად, ჰენრიკ იბსენი და ლევ ტოლსტოი. ამ ინტერპრეტაცია შემდეგ გადახედეს და პრიზი მიენიჭათ, მაგალითად, დარიო ფოს და ჟოზე სარამაგუს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ლიტერატურული იდეალიზმის ბანაკს.  

გარდაცვალება

რედაქტირება

ნობელს ბრალად ედებოდა საფრანგეთის ღალატი ბალისტიტის იტალიისათვის მიყიდვის გამო, ამიტომ იგი პარიზიდან გადავიდა საცხოვრებლად იტალიის ქ. სან-რემოში, 1891 წელს.[33] 1896 წლის 10 დეკემბერს მან ინსულტი გადაიტანა და გარდაიცვალა. თავისი ქონების უმეტესი ნაწილი დაუტოვა ოჯახის წევრებს ნობელის პრემიის ჯილდოს დაფინანსების მიზნით. ის დაკრძალულია სტოკჰოლმში.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ნობელი იყო ლუთერანი და პარიზში ცხოვრებისას რეგულარულად სტუმრობდა შვედეთის ეკლესიას საზღვარგარეთ, რომელსაც ხელმძღვანელობდა პასტორი ნათან სოდერბლომი, რომელმაც მიიღო 1950 წელს ნობელის პრემია.[34][35] იგი ახალგაზრდობაში აგნოსტიკოსი, მოგვიანებით კი ათეისტი გახდა, თუმცა ეკლესიას მაინც გულუხვად შესწირა თანხა.[36][37][38]

ნობელი მოგზაურობდა თავისი ცხოვრების უმეტეს ნაწილი, შეინარჩუნა კომპანიები ევროპასა და ამერიკაში, ხოლო ჰქონდა პარიზში სახლი 1873 წლიდან 1891 წლამდე.[22] იგი დარჩა მარტოხელა დეპრესიული პერიოდებით.[39] არ დაქორწინებულა, თუმც მისი ბიოგრაფები აღნიშნავენ, რომ მას სულ მცირე სამი სიყვარული ჰყავდა, პირველი - რუსეთში მცხოვრები გოგონა სახელად ალექსანდრა, რომელმაც უარყო მისი წინადადება. 1876 წელს ავსტრია-ბოჰემიის გრაფინია ბერტა ზუტნერი გახდა მისი მდივანი, მაგრამ მან დატოვა იგი მცირე ხნის შემდეგ, რომ დაქორწინებულიყო ყოფილ შეყვარებულ ბარონ არტურ გუნდაკარ ფონ სატნერზე. ბერტას კონტაქტი ნობელთან ხანმოკლე იყო, თუმცა იგი მას უკავშირდებოდა გარდაცვალებამდე და ითვლება რომ ბერტამ უდიდესი გავლენა მოახდინა, ალფრედს გადაწყვეტილებაში შეეტანა პრიზი მშვიდობის დარგში. მას მიენიჭა 1905 წლის ნობელის პრემია „მისი გულწრფელი სამშვიდობო საქმიანობის გამო“.[40] ნობელს ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა სოფია ჰესთან რომელსაც იგი შეხვდა 1876 წელს.[41] მათი კავშირი 18 წელი გაგრძელდა.

ნობელმა შეისწავლა შვედური, ფრანგული, რუსული, ინგლისური, გერმანული და იტალიური ენები. მან აგრეთვე შეიმუშავა საკმარისი ლიტერატურული უნარი ინგლისურ ენაზე პოეზიის დასაწერად. მისი ნემესიზი არის პროზაული ტრაგედია ოთხ მოქმედებად, ბეატრიცე სენსის შესახებ. ნაწარმოები დაიბეჭდა ავტორის გარდაცვალებამდე, მაგრამ მთელი მარაგი მისი გარდაცვალებისთანავე გაანადგურეს, გარდა სამი ეგზემპლარისა. ნემეზისი განიხილებოდა როგორც სკანდალური და მკრეხელური. იგი გამოიცა შვედეთში 2003 წელს და ითარგმნა სლოვენიურ და ფრანგულ ენებზე.

ნობელის კრიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ მის წამყვან როლზე იარაღის წარმოებაში და გაყიდვაში და ზოგიერთი ეჭვქვეშ აყენებს პრიზების შექმნის მოტივებს და მიგვითითებს, რომ ისინი მიზნად ისახავს ნობელის რეპუტაციის გაუმჯობესებას.[42]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Schück, H, and Sohlman, R., (1929). The Life of Alfred Nobel. London: William Heineman Ltd.
  • Alfred Nobel US Patent No 78,317, dated 26 May 1868
  • Evlanoff, M. and Fluor, M. Alfred Nobel – The Loneliest Millionaire. Los Angeles, Ward Ritchie Press, 1969.
  • Sohlman, R. The Legacy of Alfred Nobel, transl. Schubert E. London: The Bodley Head, 1983 (Swedish original, Ett Testamente, published in 1950).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Lundström R. Alfred B Nobel — გვ. 97.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Jakob och Johannes kyrkoarkiv, Födelse- och dopböcker, SE/SSA/0008/C I a/21 (1828-1844), bildid: C0054707_00124 — გვ. 174.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 GeneaStar
  8. 8.0 8.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  9. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  10. Alfred B Nobel — 1917.
  11. Alfred Nobel 1833-1896Established the Nobel Prizes "for the Greatest Benefit to Mankind"
  12. Alfred Nobel TimelineNobel Foundation.
  13. https://web.archive.org/web/20200612034806/http://www.svenskagravar.se/gravsatt/45613868Svenskagravar.se.
  14. Sten nr 66 – Alfred Nobelnorrabegravningsplatsen.se.
  15. Czech National Authority Database
  16. ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი — 1973.
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 17.4 17.5 17.6 https://phaleristica.com/tag/alfred-nobel/
  18. https://www.smenet.org/Professional-Development/Awards-Competitions/Award-Recipients/John-Fritz-Medal-Award
  19. Nobelium. Royal Society of Chemistry. ციტირების თარიღი: 26 February 2016.
  20. Alfred Nobel's Fortune. The Norwegian Nobel Committee. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 26 February 2016.
  21. Alfred Nobel's Will. The Norwegian Nobel Committee. ციტირების თარიღი: 29 March 2020.
  22. 22.0 22.1 22.2 22.3 22.4 Encyclopedia of Modern Europe: Europe 1789–1914: Encyclopedia of the Age of Industry and Empire, "Alfred Nobel", 2006 Thomson Gale.
  23. Schück, Henrik, Ragnar Sohlman, Anders Österling, Carl Gustaf Bernhard, the Nobel Foundation and Wilhelm Odelberg, eds. Nobel: The Man and His Prizes. 1950. 3rd ed. Coordinating Ed., Wilhelm Odelberg. New York: American Elsevier Publishing Company, Inc., 1972, p. 14. ISBN 0-444-00117-4, ISBN 978-0-444-00117-7. (Originally published in Swedish as Nobelprisen 50 år: forskare, diktare, fredskämpar.)
  24. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-10. ციტირების თარიღი: 2020-06-03.
  25. Nobel Plywood en. ციტირების თარიღი: 2018-04-03
  26. The Man Who Made It Happen — Alfred Nobel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 3 May 2012
  27. Alfred B Nobel - Svenskt Biografiskt Lexikon.
  28. Carlisle, Rodney (2004). Scientific American Inventions and Discoveries, p. 256. John Wiley & Songs, Inc., New Jersey. ISBN 0-471-24410-4.
  29. Alfred Nobel (1833–1896). BBC. ციტირების თარიღი: 6 December 2015.
  30. Schultz, Colin. Blame Sloppy Journalism for the Nobel Prizes.
  31. Braswell, Sean. The Newspaper Error That Sparked the Nobel Prize. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-14. ციტირების თარიღი: 2020-06-03.
  32. Alfred Nobel’s will. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-25. ციტირების თარიღი: 2020-06-03.
  33. Alfred Nobel's House in Paris.
  34. Nobel of Peace Laureates (March 2013). ციტატა: „– For seven years, from 1894 to 1901, Söderblom preached in Paris, where his congregation included Alfred Nobel“ ციტირების თარიღი: 8 December 2013.
  35. Alfred Nobel, hans far och hans bröder (March 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 დეკემბერი 2013. ციტატა: „(swe: Genom dop och konfirmation var Alfred Nobel lutheran -en: Alfred Nobel was through baptism and confirmation a Lutheran)“ ციტირების თარიღი: 9 December 2013.
  36. Alfred Nobel – St. Petersburg, 1842–1863.
  37. Michael Evlanoff; Marjorie Fluor (1969). Alfred Nobel, the loneliest millionaire. W. Ritchie Press. p. 88. "He declared himself an agnostic in his youth, an atheist later, but at the same time, bestowed generous sums to the church..."
  38. Cobb, Cathy, and Harold Goldwhite. Creations of Fire: Chemistry's Lively History from Alchemy to the Atomic Age. New York: Plenum, 1995. Print. "But Nobel, both atheist and a socialist..."
  39. „Alfred Nobel | Biography & Facts“.
  40. The Nobel Peace Prize 1905. ციტირების თარიღი: 20 December 2018
  41. Širokogrudni Alfred Nobel in njegova razsipna celjska ljubezen Sofija Hess. ციტირების თარიღი: 29 February 2020
  42. Article in The Local 4 October 2010