ალფონსო დე ალბუკერკე
ალფონსო დე ალბუკერკე (პორტ. Afonso de Albuquerque; დ. 1453, ვილა-ფრანკა-დე-შირა — გ. 1515, ძველი გოა) — პორტუგალიელი მთავარსარდალი. მისმა ექსპედიციებმა პორტუგალია წითელი ზღვიდან და აღმოსავლეთ აფრიკიდან სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და სანელებლების (მოლუკის) კუნძულებამდე გადაჭიმულ იმპერიად აქცია. 1503 წელს ალბუკერკემ ინდოეთისკენ გაცურა და კოჩინში სიმაგრე ააგებინა. 1506-09 წლებში დაიპყრო აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე არაბული ნავსადგურები და არაბეთის ნახევარკუნძული. 1510 წელს დაიპყრო გოა, 1511 წელს მალაკის სრუტე და სპარსეთის ყურის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარე ჰორმუზის სრუტე.
ალფონსო დე ალბუკერკე | |
---|---|
მშობლიური სახელი | Afonso de Albuquerque |
დაბადების თარიღი |
1453 ვილა-ფრანკა-დე-შირა |
გარდაცვალების თარიღი |
1515 ძველი გოა |
ეროვნება | პორტუგალიელი |
საქმიანობა | მოგზაური |
პირველი მოგზაურობა
რედაქტირება1503 წელს ალფონსო ალბუკერკე ინდოეთის ოკეანეში პირველად შეუდგა მოგზაურობას. მას კოჩინსა და კვილონში, რომლებსაც პილპილის პორტებს უწოდებდნენ ციხესიმაგრეების აშენება ევალებოდა.
მიღწევები
რედაქტირება1510 წელს ალბუკერკემ ხელთ იგდო გოა და ამით უფრო გაამყარა პორტუგალიის ექსპანსიონისტური მისწრაფებანი. მართალია, გოაში სანელებლები არ იყო, მაგრამ სამაგიეროდ ხელსაყრელი ადგილმდებარეობა ჰქონდა და მისი მეშვეობით შეიძლებოდა აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო გზის გაკონტროლება, ვიდრე ინდოეთის დასავლეთ სანაპირომდე. მან გოა თავის შტაბბინად გამოაცხადა და პორტუგალიელებს მოუწოდა, იქ დასახლებულიყვნენ. ნებადართული იყო ადგილობრივ მოსახლეობასთან ქორწინება და ცდილობდნენ კათოლიციზმი უფრო პრივილეგირებული ყოფილიყო.
იგი გარდაიცვალა 1515 წელს, ძველ გოასთან ცურვისას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ალბუკერკე დაარქივებული 2006-05-09 საიტზე Wayback Machine.
- ალფონსო დე ალბუკერკე — ენციკლოპედია ბრიტანიკა