ალტამირის მღვიმე
(გადამისამართდა გვერდიდან ალტამირას გამოქვაბული)
ალტამირის მღვიმე (ესპ. Altamira — მაღალი ხედი) — მღვიმე ესპანეთში, განთქმული ზემო პალეოლითის პერიოდის კედლის მხატვრობით. მღვიმე 295 მეტრის სიგრძისაა და მდებარეობს დასახლება სანტილანა დელ მარის სიახლოვეს, კანტაბრიაში, 30 კილომეტრში ქალაქ სანტანდერის დასავლეთით. მისი კედლები მოხატულია ველური ძუძუმწოვრებისა და ადამიანის ხელების ფერადი და პოლიქრომული გამოსახულებებით. მღვიმე ნახატებიანად იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი (კრიტერიუმი I, III).
ალტამირის მღვიმე და პალეოლითური მღვიმეების მხატვრობები ჩრდილოეთ ესპანეთში* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | ესპანეთი | |
ტიპი | კულტურული | |
კრიტერიუმები | i, iii | |
სია | [1] | |
რეგიონი** | ევროპა | |
კოორდინატები | 43°22′57″ ჩ. გ. 4°06′58″ დ. გ. / 43.38250° ჩ. გ. 4.11611° დ. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1985 (მე-9 სესია) | |
ნომერი | 310 | |
გაფართოება | 2008 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებამსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 310 ინგლ. • რუს. • ფრ. |