ალპური კლუბი

(გადამისამართდა გვერდიდან ალპური კლუბები)

ალპური კლუბი (ინგლ. Alpine Club) — ალპინისტთა ნებაყოფლობითი ორგანიზაცია, მთასვლურ ღონისძიებათა მეთოდური და საორგანიზაციო ცენტრი. მსოფლიოში პირველი ალპური კლუბი დაარსდა ქალაქ ლონდონში 1857 წელს. შემდეგ, ალპური კლუბები შეიქმნა იტალიასა და ავსტრიაში (1862), შვეიცარიაში (1863), 1870-1880 წლებში კი ევროპის, ამერიკისა და აზიის სხვა ქვეყნებში. მეფის რუსეთში პირველი იყო თბილისის ალპური კლუბი, რომელიც 1877 წელს დაარსდა 80-იანი წლების შუახანებამდე იარსება. 1936 წელს თბილისში გაიხსნა სსრკ-ში პირველი ალპური კლუბი — საქართველოს ალპური კლუბი, რომელსაც 1945 წელს გამოჩენილი მთამსვლელისა და კლუბის ერთ-ერთი დამაარსებლის ალიოშა ჯაფარიძის სახელი მიეკუთვნა.[1] თანამშრომლობს ალპინისტურ ორგანიზაციებთან, ხელს უწყობს მათ სპორტული ასვლებისა და ალპინიადების ორგანიზებაში. აგროვებს ქართული ალპინიზმის ისტორიის ამსახველ მასალებს, ქმნის ფოტო-ვიდეო არქივს, გამოსცემს ბუკლეტებს, მეთოდურ ლიტერატურას, აწყობს სემინარებსა და გამოფენებს.[2]

მთის თავშესაფარი

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. გოზალიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 326, თბ., 1975 წელი.
  2. საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი. საქართველოს ალპური კლუბი ალიოშა ჯაფარიძის სახელობისა.