სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალიე.

ალიე (ფრანგ. Allier) — მდინარე საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში. ალიე წარმოადგენს მდინარე ლუარას ერთ-ერთ უდიდეს შენაკადს. სათავე მდებარეობს სევენის დასავლეთ მთისწინეთში, მიედინება ცენტრალური მასივის ტერიტორიაზე ლოზერის დეპარტამენტში, ალაგ ღრმა ალაგ გაშლილ ხეობაში. წყალდიდობა ახასიათებს გაზაფხულსა და შემოდგომაზე. სანაოსნოა ქალაქ ისუარიდან. ჩამოუდის ქალაქებს ვიშისა და მულენს.

ალიე
ქვეყანა საფრანგეთი
სათავე ცენტრალური მასივი
სიგრძე 421 კმ
აუზის ფართობი 14,321 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ალიე ვიკისაწყობში

ლიტერატურა რედაქტირება