ალექსი ანტონოვი
ალექსი ინოკენტის ძე ანტონოვი (დ. 27 სექტემბერი [ძვ. სტ. 15 სექტემბერი], გროდნო — გ. 18 ივნისი, 1962, მოსკოვი, დაკრძ. წითელ მოედანზე) — საბჭოთა სამხედრო მოღვაწე, არმიის გენერალი (1943). ოფიცრის ოჯახიდან. 1916 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში. დაამთავრა მ. ვ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიის სამეთაურო (1931) და ოპერატიული (1933) ფაკულტეტები, გენშტაბის სამხედრო აკადემია (1937). 1941 წლის ივნისიდან იყო კიევის საგანგებო სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი. 1941 წლის აგვისტოდან — სამხრეთის ფრონტის შტაბის უფროსი (მონაწილეობდა გეგმის შემუშავებაში და 1941 წლის როსტოვის შეტევითი ოპერაციის განხორციელებაში), 1942 წელს — ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტისა, შემდეგ ამიერკავკასიის ფრონტის შავი ზღვის მეომართა ჯგუფისა და თავად ფრონტის უფროსი. 1942 წლის დეკემბრიდან ოპერატიული სამმართველოს უფროსი (1943 წლის მაისამდე) და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე. გენშტაბის უფროსის პირველი მოადგილე (1943–1945, 1946–1948, 1954–1955). ფრონტის ხაზზე ა. მ. ვასილევსკის ხშირი მგზავრობების დროს ფაქტობრივად ასრულებდა მის მოვალეობას; აკეთებდა ყოველდღიურ მოხსენებებს ფრონტის ვითარებაზე უმაღლესი მთავარსარდლის ბანაკში, იყო ი. ბ. სტალინის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი სამხედრო საკითხებში. გენშტაბის უფროსი (18 თებერვალი, 1945 – 25 მარტი, 1946), 1945 წლის 17 თებერვლიდან უმაღლესი მთავარსარდლის ბანაკის წევრი. თავი გამოიჩინა როგორც ანალიტიკური აზროვნების მქონე მხედართმთავარმა, რომელსაც შეეძლო მოწინააღმდეგის განზრახვის განჭრეტვა (1944 წლის ზაფხულ-შემოდგომის კამპანიების დროს ისე დაგეგმა დარტყმების მიყენების თანმიმდევრობა, რომ საბჭოთა მებრძოლების შეტევა ყოველ ჯერზე იწყებოდა იმ სტრატეგიული მიმართულებით, საიდანაც გერმანულ სარდლობას მხოლოდ გადაჰყავდა თავისი რეზერვები). განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა მოულოდნელი დარტყმების მონოპოვრებზე. ანტონოვის მონაწილეობით დაიგეგმა ყველა მნიშვნელოვანი შეტევითი ოპერაცია, მათ შორის: ბელორუსიის ოპერაცია (1944), აღმოსავლეთ პრუსიის ოპერაცია (1945), ვისლა-ოდერის ოპერაცია (1945), ბერლინის ოპერაცია (1945). სსრკ-ის სამხედრო წარმომადგენელი იალტისა და პოტსდამის კონფერენციებზე. 1948–1949 წლებში იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის პირველი მოადგილე, 1950–1954 წლებში — სარდალი. 1955–1962 წლებში ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი. დაჯილდოებულია საბჭოთა და უცხოური ორდენებით, მათ შორის: ლენინის 3 (1945, 1946, 1956), სუვოროვის I ხარისხის (1943, 1944), კუტუზოვის I ხარისხის (1944), გამარჯვების (1945) ორდენით.
ალექსი ინოკენტის ძე ანტონოვი | |
---|---|
Алексе́й Инноке́нтьевич Анто́нов | |
დაბადების თარიღი | 15 (27) სექტემბერი, 1896 |
დაბადების ადგილი | გროდნო, ლიტვის გენერალ-საგუბერნატორო, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 18 ივნისი, 1962 (65 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი, სსრკ |
კუთვნილება |
რუსეთის იმპერია რსფსრ სსრკ |
ჯარის სახეობა | წითელი არმია და ქვეითი ჯარი |
სამხედრო სამსახურის წლები |
1916 — 1918 1919 — 1962 |
წოდება |
პრაპორშჩიკი არმიის გენერალი |
მეთაურობდა |
<span class="wikidata-claim" data-wikidata-property-id="P598გენშტაბის ოპერატიული სამმართველო მგწა გენერალური შტაბი ამიერკ. სამხ. ოლქი ვარშავის პაქტის გაერთიანებული სამხედრო ძალები" data-wikidata-claim-id="Q312153$CCB88C75-50A7-4AE0-BF51-818C5B66840D">Main Operational Directorate of the General Staff of the Armed Forces of the Russian Federation |
ბრძოლები/ომები | პირველი მსოფლიო ომი, რუსეთის სამოქალაქო ომი, დიდი სამამულო ომი, სსრკ-იაპონიის ომი |
ჯილდოები |
რუსეთის იმპერია: |
ლიტერატურა
რედაქტირება- Гаглов И. И. Генерал армии А. И. Антонов. 2-е изд. М., 1987;
- Вожжов Г. А. АНТОНОВ // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 76.