ალექსანდრ კოკორინოვი

ალექსანდრ კოკორინოვი (1726-1772) — რუსი არქიტექტორი, რუსეთის ხელოვნების აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

კოკორინოვის პორტრეტი, დმიტრი ლევიცკის მიერ.

დაიბადა ციმბირში არქიტექტორის ოჯახში. სწავლობდა ტობოლსკში, სანამ დმიტრი უხტომსკის კლასში ჩაირიცხებოდა მოსკოვში. გავლენიანი რაზუმოვსკის ოჯახის პატრონაჟით მას შექმნა რაზუმოვსკის სასახლე სანქტ-პეტერბურგში (1762-66) და პეტროვსკი-რაზუმოვსკის აგარაკი მოსკოვთან (1752-53).

1769 წელს კირილ რაზუმოვსკიმ უშუამდგომლა მის საიმპერატორო ხელოვნების აკადემიის დეკანად დანიშვნას, თანამდებობა, რომელიც კოკორინოვმა დიდი ენთუზიაზმით მიიღო. მისი მიღწევა იყო სასწავლო კურიკულუმისა და სწავლების მეთოდების გაუმჯობესება, ასევე აკადემიის ბრყინვალე შენობის აგებ მდინარე ნევაზე ზამთრის სასახლის მოპირდაპირე მხარეს. თუმცა მისმა მოპაექრემ ივან ბეტსკოიმ შექმნა კომისია მის მიერ მშენებლობის პერიოდში საზოგადო ფონდების არამიზნობრივი გამოყენების გამოსაძიებლად და გადმოცებით კოკორინოვი ამ ამბის გაგების გამო გულის შეტევით გარდაცვლილა.