ალექსანდრიული წელთაღრიცხვა

ალექსანდრიული წელთაღრიცხვა (ბერძ. Κόσμου ἔτη κατ’ Ἀλεξανδρεῖς) — ქრისტიანობის ქრონოლოგიური სისტემა „სამყაროს შექმნიდან“, რომელიც პირველად იმპერატორ არკადიუსის მმართველობის პერიოდში ალექსანდრიელმა ბერმა პანოდორუსმა გამოიყენა (19 მარტი, ძვ. წ. 5493). 412 წელს აღნიშნული წელთაღრიცხვა, რიგი ცვლილებებით, სხვა ეგვიპტელმა ბერმა — ანიანე ალექსანდრიელმა გაავრცელა (25 მარტი, ძვ. წ. 5492).

გამოთვლა

რედაქტირება

ამ წელთაღრიცხვის მიხედვით ადამიდან წარღვნამდე გავიდა 2242 წელი, წარღვნიდან აბრამამდე 1082 წელი, აბრამიდან გამოსვლამდე 430 წელი, გამოსვლიდან დავითამდე 601 წელი, 448 წელი იერუსალიმის ტყვეობამდე, 318 წელი ალექსანდრე მაკედონელამდე, ალექსანდრედან ქრისტემდე 333 წელი. ჯამში 5454 წელი. შემდგომ შეცდომა აღმოჩნდა და 601 შეიცვალა 640-ით და შედეგიც 5493 გახდა.

წელთაღრიცხვის შექმნის პირველი მცდელობა ეკუთვნოდათ იპოლიტე რომაელს, კლემენტი ალექსანდრიელს და სხვებს. ანტიოქიური წელთაღრიცხვა (ძვ. წ. 5492) და ალექსანდრიული წელთაღრიცხვა (ძვ. წ. 5502) 10 წლით განსხვავებული ორი სხვადასხვა ფორმატია. ორივე გამოიყენებოდა ძველ ქრისტიანულ მწერლობაში, რომლებიც ექვემდებარეოდნენ ალექსანდრიისა და ანტიოქიის ეკლესიებს. 284 წლის შემდეგ აღნიშნული ორი წელთაღრიცხვა შეთანხმდა ძვ. წ. 5492 წელზე. არსებობდა ალექსანდრიის ორი სხვადასხვა წელთაღრიცხვა ერთი დეოკლიტიანემდე და მეორე მის შემდეგ: ანტიოქიური და ალექსანდრიული წელთაღრიცხვა[1], ალექსანდრიული წელთაღრიცხვა ათვლას იღებდა ძვ. წ. 5493 წლის 25 მარტს[2].

ანიანე ალექსანდრიელმა, თავისი შრომა დაასრულა 412 წლის (5904 წელი) 15 ოქტომბრამდე. მის მიერ შედგენილი წელთაღრიცხვა იწყებოდა 29 აგვისტოს და უკავშირდებოდა ეგვიპტური კალენდრის ახალ წელს.[3] ანიანე ალექსანდრიელმა 29 აგვისტოს ამჯობინა 25 მარტი და შეცვალა პანოდორუსის კალენდარი 6 თვით. ასე შეიქმნა ალექსანდრიული წელთაღრიცხვა. მიუხედავად ამისა სამოქალაქო საზოგადოება ხელმძღვანელობდა პანადორუსის კალენდრით (29 აგვისტო, ძვ. წ. 5493), ხოლო საეკლესიო კი ანიანოსის მიერ შექმნილით (25 მარტი, ძვ. წ. 5493).

ალექსანდრიული კალენდარული სისტემა, რომელიც დაფუძნებული იყო სამყაროს შექმნის ათვლის სისტემაზე, რომელშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სამი თარიღი. ესენია: სამყაროს შექმნის, ქრისტეს შობისა და ჯვარცმის თარიღები. ალექსანდრიული ქრონოლოგიის მიხედვით ყველა ეს მოვლენა მოხდა 25 მარტს; აქედან პირველი ორი ერთმანეთისგან ზუსტად 5500 წლით განსხვავდებოდა; პირველი და მესამე თარიღი მოხდა შაბათ დღეს.

ალექსანდრიის პაპმა დიონისე ალექსანდრიელმა 25 მარტი მისტიურად რიცხვად შერაცხა. 25 მარტი იყო იულიანური კალენდის პირველი დღე შუა საუკუნეებში, ასევე გაზაფხულის ბუნიობის დღე, ამის გარდა 25 მარტის შემდეგ ზუსტად 9 თვეში უწევდა 25 დეკემბერი — ქრისტეს შობა.

ძვ. წ. 5493 წლის 25 მარტის ალექსანდრიული წელთაღრიცხვა დამტკიცებულ იქნა მაქსიმე აღმსარებლის, თეოფანე აღმსარებლის და გიორგი სინცელუსის მიერ. ალექსანდრიული ქრონოლოგიური სისტემა თავისი მისტიური დამოკიდებულებიდან გამომდინარე ფართოდ იყო გავრცელებული მაშინდელ სამონასტრო წრეებში. მაგრამ აღნიშნულ კალენდარს ჰქონდა ორი სუსტი წერტილი: სისტემა ვერ მოდიოდა თანხვედრაში აღდგომის დღესთან და იოანეს სახარებაში მოხსენიებული ჯვარცმის თარიღებთან.

პანოდორუს ალექსანდრიელის წელთაღრიცხვა

რედაქტირება

წელთაღრიცხვის დეტალები:

  • სამყაროს შექმნა — 19 მარტი ძვ. წ. 5493 წელი.
  • მნათობთა შექმნა — სამშაბთი, 21 მარტი – ოთხშაბათი, 22 მარტი, სავსემთვარეობა.
  • ქრისტეს განხორციელება — 21 მარტი, შობა 24/25 დეკემბერი ძვ. წ. 1 წელი.
  • ქრისტეს ვნება და აღდგომა — 34 წელი 19/20 მარტი და 21/22 მარტი.
რეალიზებული მისტიური პარალელები:
  • 19 მარტი — სამყაროს შექმნა (კვირა) და ქრისტეს ვნება (პარასკევი).
  • 21 მარტი — მნათობთა შექმნა (ოთხშაბათი), განხორციელება (კვირა) და აღდგომა.
  • პარასკევი — ადამის შექმნა და ქრისტეს დაბადება.

ანიანე ალექსანდრიელის წელთაღრიცხვა

რედაქტირება

წელთაღრიცხვის დეტალები:

  • სამყაროს შექმნა — კვირა, 25 მარტი, ძვ. წ. 5492 წელი.
  • ზაქარიას ხარება — ხუთშაბათი, 27 სექტემბერი, 5500 წელი სამყაროს შექმნიდან = 8 წელი.
  • ხარება და ხორცშესხმა — კვირა, 24 მარტი და ორშაბათი, 25 მარტი.
  • შობა — ოთხშაბათი 25 დეკემბერი 9 წელი.
  • პასექი და აღდგომა — განხორციელებიდან 33 წელი, პარასკევი, 23 მარტი და კვირა 25 მარტი, სამყაროს შექმნიდან 5534 წელი = 42 წელი.
რეალიზებული მისტიური პარალელები:
  • 25 მარტი, კვირა — სამყაროს შექმნა, განხორციელება და აღდგომა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The Popular Encyclopedia: being a general dictionary of arts, sciences, literature, biography, history, and political economy. (Vol. 3, Part 1). Glasgow: Blackie and Son, 1841. p.73.)
  2. Elias J. Bickerman. Chronology of the Ancient World. 2nd edition. Cornell University Press. 1980. p.73.
  3. Rev. Philip Schaff (1819–1893), Ed. "Era." Schaff-Herzog Encyclopedia of Religious Knowledge. New Edition, 13 Vols., 1908–1914. Vol. 4, pp.163.