ალექსანდრე ცატუროვი

ალექსანდრე ცატუროვი (დ. 1902 — გ. 1972 ) — საბჭოთა ინჟინერი. საქართველოს სსრ I-V მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

1930 წელს დაამთავრა მოსკოვის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი საგზაო მშენებლობის სპეციალობით.

1921 წელს შრომითი საქმიანობა დაიწყო ამიერკავკასიის რკინიგზის სხვადასხვა უბნებზე. 1931-1937 წლებში მუშაობდა შავიზღვისპირეთის რკინიგზის მშენებლობის უფროსად; 1937-1939 — სსრკ-ის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს ამიერკავკასიის სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ „ამიერკავკასტრანსმშენის“ მთავარი ინჟინერი. 1939-1955 წლებში სამამულო ომის დროს, დირექტიული ორგანოების გადაწყვეტილებით, დაინიშნა შავი ზღვის სანაპიროს თავდაცვით ნაგებობათა მშენებლობის უფროსად. იყო სსრკ მიმოსვლის გზათა სამინისტროს N165 სამშენებლო სამმართველოს უფროსი. 1955-1972 — სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ „ამიერკავკასტრანსმშენის“ მმართველად. ხელმძღვანელობდა მრავალი საპასუხისმგებლო ობიექტის, კერძოდ: „ოჩამჩირე-კვეზანი-აკარმარას“, „ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერის“ და „მარნეული-მადნეულის“ სარკინიგზო ხაზების. მეორე ლიანდაგებისა და ორლიანდაგიანი ჩანართების („ზესტაფონი-ხაშურის“ უბანზე), ამიერკავკასიის ძირითადი რკინიგზის ელექტროფიკაციის, „შაორჰესის“, თბილისის აეროვაგზლის, ერევნის რკინიგზის სადგურის, „ერევან-რაზდანისა“ და „რაზდან-სევანის“ სარკინიგზო ხაზების (სომხეთში), დასასვენებელი სახლებისა და სანატორიუმების (შავი ზღვის სანაპირო ზოლში — აფხაზეთში და სხვაგან) მშენებლობას. დაჯილდოებული იყო ლენინის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით.

რესურსები ინტერნერტში

რედაქტირება