ალექსანდრე ქობულაშვილი
ალექსანდრე ქობულაშვილი (დ. 26 მაისი, 1951) — ქართველი პოლიტიკოსი.
ალექსანდრე ქობულაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 26 მაისი, 1951 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1973-1988 წლებში იყო აღნიშნული უნივერსიტეტის კოსმოსური სხივების ლაბორატორიის ლაბორანტი, ინჟინერი, მეცნიერ-თანამშრომელი. საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირის მთავარი კომიტეტის წევრი, საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).