ალექსანდრე სოკუროვი

ალექსანდრე სოკუროვი (რუს. Александр Николаевич Сокуров; დ. 14 ივნისი 1951, სოფელი პოდორვიხა, ირკუტსკის ოლქი) — რუსი კინორეჟისორი და სცენარისტი. რუსეთის ფედერაციის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1997).[1] რუსეთის სახალხო არტისტი (2004).[2] 2011 წელს სოკუროვმა გადაიღო კინოფილმი „ფაუსტი“, რომლის პრემიერა გაიმართა იტალიაში 2011 წლის 8 სექტემბერს.[3]

ალექსანდრე სოკუროვი

ალექსანდრე სოკუროვი
დაბადების სახელი ალექსანდრე სოკუროვი
დაბადების თარიღი 14 ივნისი 1951
პოდორვიხა, ირკუტსკის ოლქი
საქმიანობა რეჟისორი
აქტიური 1975–დღემდე

ალექსანდრე სოკუროვი დაიბადა 1951 წლის 14 ივნისს, ირკუტსკის ოლქის სოფელ პოდორვიხაში. 1968 წელს ჩააბარა გორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში პარალელურად მუშაობდა გორკის ტელევიზიის რედაქციაში, სადაც 19 წლის ასაკში პირველად გამოუშვა სატელივიზიო პროგრამები. 1974 წელს უნივერსიტეტი დაამთავრა. 1975 წელს ჩააბარა გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში. კარგი სწავლისთვის სოკუროვს მიენიჭა სერგეი ეიზენშტეინის სტიპენდია. ამავე პერიოდში სოკუროვმა გაიცნო სცენარისტი იური არამოვი. სოკუროვის ფილმი „სევდიანი გულგრილობა“ 1987 წელს ბერლინის კინოფესტივალზე ნომინირებული იყო ოქროს დათვის ჯილდოზე. ალექსანდრე სოკუროვი 43-ჯერ არის ნომინირებული სხვადასხვა პრესტიჟულ კინოკონკურსის პრიზებზე, რომელთაგან 26-ჯერ ხვდა წილად მოგება.[4]

ფილმოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Почётное звание присвоено указом президента России № 539 от 30 мая 1997 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-10. ციტირების თარიღი: 2011-09-25.
  2. Почётное звание присвоено указом президента России № 131 от 2 февраля 2004 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-10. ციტირების თარიღი: 2011-09-25.
  3. Faust – Aleksander Sokurov. labiennale.org. Venice Biennale. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-23. ციტირების თარიღი: 2011-09-07.
  4. Лист наград и номинаций режиссёра на IMDb