ალექსანდრე საჩინოელი

ალექსანდრე საჩინოელი (ნამდვილი გვარი ჩახუნაშვილი; დ. 1885 — გ. 1975) — ქართველი საბავშვო მწერალი.

დაიბადა 1885 წელს ვანში, ხელმოკლე აზნაურ კონსტანტინე ჩახუნაშვილის ოჯახში, მიუხედავად ხელმოკლეობისა ალექსანდრემ მოახერხა ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის დასრულება.

1917-1918 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბაქოში, მოგვიანებით დაბრუნდა საქართველოში, სადაც ჯერ ვანის უბნის სახალხო გამომძიებლად, შემდეგ კი სახალხო მოსამართლედ მუშაობდა. 1924 წელს მონაწილეობდა მენშევიკური ავანტიურის ლიკვიდაციაში. ასევე იყო ხრესილის უბნის სახალხო მოსამართლე და ზესტაფონის უბნის ნოტარიუსი, რის შემდეგაც პენსიაზე გავიდა და თბილისში დამკვიდრდა, მთლიან დროს კი ღრმა მოხუცებულობამდე საბაშვო ლიტერატურას უთმობდა.

ლექსების წერა ადრე ახალგაზრდობიდან დაიწყო, თავდაპირველად წერდა მებრძოლი ხასიათის ლექსებს, პირველი რევოლუციისას 1905 წელს გამოსცა კრებული „განთიადი“. ასევე წერდა გამოცანებს, საჩინოელი გამოცანებს ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა, შემდეგ კი სასკოლო სახელმძღვანელოებში შეჰქონდათ, გამოსცა რამდენიმე გამოცანების კრებული.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბაქრაძე, ლაშა; თვალავაძე, თეა (2013). მწერალთა ავტობიოგრაფიები. თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი. ISBN 978-99940-28-82-5.