ალექსანდრე პოპოვის ძეგლი (სანქტ-პეტერბურგი)

ალექსანდრე პოპოვის ძეგლი (რუს. Памятник А. С. Попову) — რადიოს გამომგონებლის ალექსანდრე პოპოვის ძეგლი სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს პეტროგრადის რაიონში, კამენოოსტროვსკის პროსპექტის სკვერში.

ალექსანდრე პოპოვის ძეგლი
Памятник А. С. Попову
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ნიკოლაი ბარანოვი
მოქანდაკე ვენიამინ ბოგოლიუბოვი, ვერა ისაევა
მასალა ბრინჯაო, გრანიტი
გახსნის თარიღი 1956
მიძღვნილია ალექსანდრე პოპოვი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810369000

ისტორია რედაქტირება

ძეგლის ისტორია იწყება 1945 წლის 2 მაისიდან, როდესაც გამოვიდა სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილება ალექსანდრე სტეფანეს ძე პოპოვის ძეგლის დამონტაჟების შესახებ. ამ დადგენილებიდან ოთხი წლის შემდეგ გამოაცხადეს კონკურსი რადიოს გამომგონებლის ძეგლის პროექტის შესახებ. კონკურსში მონაწილეობა მიიღო ოთხმა საავტორო კოლექტივმა, ხოლო ეს კონკურსი მოიგო მოქანდაკე ვენიამინ იაკოვლევის ძე ბოგოლიუბოვის პროექტმა. ქანდაკების შექმნა ხდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში, ამ პერიოდში, 1954 წელს, გარდაიცვალა პროექტის ავტორი ვენიამინ ბოგოლიუბოვი, მან ძეგლის შექმნის საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. ამის გამო ძეგლის სამუშაოები დაასრულეს სხვა მოქანდაკეებმა: მიხეილ ანიკუშინმა, მიხეილ გაბემ და რობერტ ტაურიტმა, ხოლო მათ ხელმძღვანელობდა მოქანდაკე ვერა ვასილის ასული ისაევა. ძეგლის არქიტექტორი გახდა ნიკოლაი ბარანოვი.

თავად ქანდაკება ჩამოასხეს ბრინჯაოსაგან 1956 წელს ქარხანა „მონუმენტსკულპტურაში“. ქანდაკების კვარცხლბეკი გრანტისაგანაა დამზადებული, რომელიც „კუზნეჩნოეს“ კარიერში მოიპოვეს. ძეგლის სიმაღლე შეადგენს 7,6 მეტრს (კვარცხლბეკი - 3,6 მეტრი, ძეგლი - 3 მეტრი). კვარცხლბეკზე არის წარწერა:

 
ПОПОВ

АЛЕКСАНДР СТЕПАНОВИЧ 1859-1908

ИЗОБРЕТАТЕЛЬ РАДИО

ძეგლის გახსნა გაიმართა 1959 წლის 22 მარტს, რომელიც მიეძღვნა გამომგონებლის 100 წლის იუბილეს. ყოველ წელს, რადიოს დღესთან დაკავშირებით (7 მაისი) ძეგლთან იმართება მიტინგი, ხოლო ძეგლის კვარცხლბეკთან ალაგებენ ყვავილებს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება