ალექსანდრე მაკედონელის ომები

ალექსანდრე მაკედონელის ომებიალექსანდრე მაკედონელის მიერ გადახდილი ბრძოლები ძვ. წ. 340 წლიდან ძვ. წ. 325 წლამდე. სტატიაში წარმოდგენილია ამ ბრძოლების ქრონოლოგიური ჩამონათვალი, მამის ფილიპე მაკედონელის სიცოცხლეში გადახდილი ბრძოლების ჩათვლით.

ბრძოლა საბერძნეთსა და მაკედონიაში რედაქტირება

N თარიღი ბრძოლა მოკლე აღწერა
1 ძვ. წ. 340 მედების აჯანყება 16 წლის ასაკში ალექსანდრემ ჩაახშო თრაკიული ტომების, მედების აჯანყება, რომლებიც მაკედონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან ცხოვრებდნენ. ამ დროს მამამისი ფილიპე ბოსფორში ბიზანტიელებს ებრძოდა.
2 ძვ. წ. 338, აგვისტო ქერონეის ბრძოლა ცენტრალურ საბერძნეთში, ათენის, თებესა და სხვა ელინური ქალაქების გაერთიანებული ძალები დაამარცხა ფილიპე მაკედონელმა. 18 წლის ალექსანდრე ხელმძღვანელობდა მაკედონური არმიის მარცხენა ფლანგს. ბრძოლის შემდეგ საბერძნეთმა აღიარა მაკედონიის ხელისუფლება.
3 ძვ. წ. 335, გაზაფხული-ზაფხული ბალკანეთში ლაშქრობა ალექსანდრე მაკედონელის პირველი ლაშქრობა მეფის ამპლუაში. ბალკანეთში საბრძოლო მოქმედებების დროს მდინარე ისტრამდე დაამარცხა მტელი რიგი ამბოხებული ტომები (ტრიბალები, პეონები, გეტები და სხვ.).
4 ძვ. წ. 335, სექტემბერი თებეს ალყა საბერძნეთის ერთ-ერთი უძლიერესი ქალაქის თებეს დაპყრობა. უძველეს ქალაქზე სწრაფმა გამარჯვებამ და მისმა განადგურებამ ჩაახშო ბერძნების წინააღმდეგობა.

ლაშქრობა აზიაში (ძვ. წ. 334-324 წწ.) რედაქტირება

 
ბრძოლების ადგილი ალექსანდრეს იმპერიის რუკაზე.
N თარიღი ბრძოლა მოკლე აღწერა
1 ძვ. წ. 334, მაისი გრანიკოსის ბრძოლა ალექსანდრემ დაამარცხა სპარსელი სატრაპების ჯარი მდინარე გრანიკოსთან მცირე აზიაში, ლეგენდარულ ტროასთან ახლოს. ბრძოლის შემდეგ მთელი მცირე აზია დაემორჩილა ალექსანდრე მაკედონელის ხელისუფლებას.
2 ძვ. წ. 334, შემოდგომა ჰალიკარნასის ალყა კარიის დედაქალაქის, ჰალიკარნასის ალყა და შტურმი, მცირე აზია. ბრძოლაში დაიღუპა ბევრი ჯარისკაცი, მაგრამ სპარსელები გაიქცნენ ზღვიდან. ალექსანდრეს ბრძანებით მოსახლეობისაგან დაცლილი ჰალიკარნასი დანგრიეს.
3 ძვ. წ. 333, ნოემბერი ისოსის ბრძოლა დაამარცხა დარიოს III-ის არმია კილიკიაში (მცირე აზია). ალექსანდრე ბრძოლის დროს დაიჭრა ბარძაყში. დარიოსი გიქცა, ალექსანდრემ შეუფერხებლად გააგრძელა აზიის დაპყრობა.
4 ძვ. წ. 332, იანვარი-ივლისი ტვიროსის ალყა ფინიკიის ქალაქ ტვიროსის შვიდთვიანი ალყა და შტურმით აღება. სპარსეთის იმპერიამ დაკარგა საზღვაო ფლოტი, ისევე როგორც ყველა ზღვისპირა ბაზა და ქალაქი დაექვემდებარა ალექსანდრეს ხელისუფლებას.
5 ძვ. წ. 332, სექტემბერი-ოქტომბერი ღაზის ალყა პალესტინის ქალაქ ღაზის ორთვიანი ალყა და შტურმი. ალექსანდრე მძიმედ დაიჭრა მხარში. ღაზის აღების შემდეგ ალექსანდრეს გაუადვილდა ეგვიპტის აღება.
6 ძვ. წ. 331, 1 ოქტომბერი გავგამელის ბრძოლა გადამწყვეტი ბრძოლა, რომლის შემდეგაც აქემენიდების იმპერიამ შეწყვიტა არსებობა. სპარსეთის მეფე დარიოს III-ის ჯარი ალექსანდრემ გაანადგურა მდინარე ევფრატთან თანამედროვე ერაყის ქურთისტანში. დარიოსი გაიქცა, მაგრამ მალევე მოკლა მისმა სატრაპმა.
7 ძვ. წ. 329-327 წწ. სოგდიანის ალყა ბრძოლა სოგდიანასა და ბაქტრიაში ადგილობრიივი აჯანყებულების წინააღმდეგ. ბრძოლა ატარებდა ლოკალურ ხასიათს. ადგილობრივ მმართველებს პარტიზანების დახმარებით სურდათ დამოუკიდებლობის მოპოვება. აჯანყების ლიდერების დამარცხებისა და ციხესიმაგრეების დაპყრობის შემდეგ ადგილობრივი დიდებულების წინააღმდეგობა შემცირდა.
8 ძვ. წ. 326,ივლისი ჰიდასპეს ალყა ბრძოლა ინდოეთის მეფე პორომთან მდინარე ჰიდასპეს (მდინარე ინდის შენაკადი) მიმდებარედ. მაკედონელებმა პირველად იბრძოლეს სპილოებთან და განიცადეს დიდი დანაკარგი, რის შემდეგაც ალექსანდრემ უარი განაცხადა აღმოსავლეთით ბრძოლის გაგრძელებაზე მდინარე განგისაკენ.
9 ძვ. წ. 326-325 მალის ალყა ბრძოლა ინდისა და განგის ხეობაში მცხოვრებ ტომებთან. აღმოსავლეთით ლაშქრობის გაგრძელება შეუძლებელი იყო, ალექსანდრე დაბრუნდა სპარსეთში ახალი მიწების გავლით, სადაც მას შეუერთდა ადგილობრივი მოსახლეობა. ბრძოლის დროს ალექსანდრე მძიმე დაიჭრა მკერდის არეში, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

ლიტერატურა რედაქტირება