ალექსანდრე გოძიაშვილი

ალექსანდრე გოძიაშვილი (დ. 1897, სანქტ-პეტერბურგი, — გ. 1941, ვარშავა) — ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი.

დაიბადა მეღვინის ოჯახში. იზრდებოდა თბილისსა და გურჯაანში. სამხედრო სასწავლებლის დამთავრების (1916) შემდეგ მსახურობდა ბახჩისარაის საკავალერიო პოლკში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. 1918 წელს ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს. 1919-1922 წლებში იყო პოლონეთის არმიის კავალერიის როტმისტრი. შემდეგ სწავლობდა ვარშავის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში. 1919-1939 წლებში იყო პოლონეთის ქართველთა კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე ჟურნალ „სინათლის ხმის“ რედაქტორ-გამომცემელი. 1926 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „საქართველოს სახელმწიფოს ამოცანები საერთაშორისო სამართლის შუქზე“. თანამშრომლობდა სხვა ქვეყნების ქართულ ემიგრაციასთან. დაკრძალულია ვარშავის სამხედრო სასაფლაოზე. დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის ჯვრითა და პოლონეთის საბრძოლო ჯილდოებით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გრიშიკაშვილი, ამბროსი. ალექსანდრე გოძიაშვილი – მოკლე ბიოგრაფია // ქართველები პოლონეთში / ამბროსი გრიშიკაშვილი. - თბილისი, 2008. - გვ. 89-90.
  • ფინჯან ყავაზე გოძიაშვილთან // ქართველები პოლონეთში / ამბროსი გრიშიკაშვილი. - თბილისი, 2008. - გვ. 130-133.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება