ალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი)
ალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. დაახლ. 1760 — გ. ოქტომბერი, 1780) — იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ერთადერთი ძე.
დედამისი მარიამი იყო ოტია დადიანის ასული. სოლომონ I-მა აღსაზრდელად მიაბარა თავის ერთგულ თავად გიორგი წულუკიძეს. ალექსანდრე ბატონიშვილი გადაიბირეს მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო თავადებმა. მონაწილეობდა 1778 წლის თავადთა შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო სოლომონ I-ის გადაყენება და ალექსანდრე ბატონიშვილის გამეფება. შეთქმულება მარცხით დამთავრდა. მეფემ შეთქმულები დასაჯა. ალექსანდრე ბატონიშვილი კი გაეყარა შეთქმულების მონაწილე გიორგი აბაშიძის ქალს და წულუკიძის ქალი შეირთო. ადრე ალექსანდრეს უკანონოდ ჰყავდა მიტოვებული ერეკლე II-ის ძის გიორგის ასული. უკანონო ქორწინების გამო ეკლესიამ შეაჩვენა ალექსანდრე ბატონიშვილი და აკრძალა მისი პატივით დაკრძალვა. ჰყავდა უკანონო შვილი გიორგი.
ლიტერატურა
რედაქტირება- სოსელია ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 293.
- სოსელია ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 100.
- შ. ბურჯანაძე, იმერეთის სამეფო 1768-1764 წწ., «ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე», 1961, ტ. 3;