ალექსანდრე აბულაძე

ქართველი ბიოქიმიკოსი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბულაძე.

ალექსანდრე სერგის ძე აბულაძე (დ. 25 დეკემბერი, 1898 (7 იანვარი, 1899), სოფელი ჩხარი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი ― გ. 24 იანვარი, 1971, თბილისი) — ქართველი ბიოქიმიკოსი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1939), საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966).

ალექსანდრე აბულაძე
დაბ. თარიღი 7 იანვარი, 1899(1899-01-07)
დაბ. ადგილი ჩხარი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 24 იანვარი, 1971(1971-01-24) (72 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ბიოქიმიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიოგრაფია რედაქტირება

1928 წელს დაამთავრა თსუ ქიმიურ-ფარმაცევტული ფაკულტეტი, 1931 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1937-1948 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინტიტუტის ბიოქიმიის კათედრის გამგე, 1948-1963 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოქიმიის კათედრის პროფესორი, 1950-1971 საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბიოქიმიის განყოფილების ხელმძღვანელი. შეისწავლიდა ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის თავისებურებებს.

ლიტერატურა რედაქტირება