ალექსანდრეს სვეტი (სანქტ-პეტერბურგი)

ალექსანდრეს სვეტი (რუს. Александровская колонна) — ამპირის სტილში აგებული ძეგლი სანქტ-პეტერბურგის სასახლის მოედანზე. შექმნა არქიტექტორმა ოგიუსტ მონფერანმა 1834 წელს იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ბრძანებით, მისი უფროსი ძმის ალექსანდრე I-ის ნაპოლეონზე გამარჯვების აღსანიშნავად.

ალექსანდრეს სვეტი
Александровская колонна
კოორდინატები 59°56′21″N 30°18′57″E / 59.939167° ჩ. გ. 30.315833° ა. გ. / 59.939167; 30.315833
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
არქიტექტორი ოგიუსტ მონფერანი
მოქანდაკე ბორის ორლოვსკი
სიმაღლე 47,5 მ
გახსნის თარიღი 1834
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810516000

ისტორია რედაქტირება

ალექსანდრეს სვეტის დიზაინი დააპროექტა საფრანგეთში დაბადებულმა არქიტექტორმა, ოგიუსტ დე მონფერანმა, ხოლო 1830-1834 წლებში ააგო შვეიცარიაში დაბადებულმა არქიტექტორმა ანტონიო ადამინმა. ნაგებობა ოფიციალურად 1834 წლის 30 აგვისტოს გაიხსნა (ალექსანდრე კონსტანტინოპოლელის ხსენების დღეს). თავის მსგავს არქიტექტურულ ძეგლებს შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალია. ძეგლის სიმაღლეა 47,5 მ (155 ფუტი და 8 ინჩი) და ბოლოვდება ანგელოზის ძეგლით, რომელსაც ჯვარი უჭირავს. როგორც ტრიუმფალური სვეტი ყველაზე მაღალია, მაგრამ როგორც განცალკევებით მდგომი ძეგლი, ლონდონის დიადი ცეცხლის მონუმენტი მასზე მაღალია (62 მ).

დროთა განმავლობაში მონოლითურმა ძეგლმა დახრა, გადაადგილება და აღდგენა განიცადა. ანგელოზის ძეგლი შექმნილია რუსი მოქანდაკის, ბორის ორლოვსკის მიერ. ანგელოზის სახე მიმსგავსებულია იმპერატორ ალექსანდრე I-ს. სვეტის ასაგებად გამოყენებულია მასიური წითელი გრანიტის ქვა. მისი სიმაღლეა 25,45 მ (83 ფუტი), ხოლო დიამეტრი დაახლოებით 3,5 მ. გრანიტის ეს მონოლითი 1832 წელს ჩამოიტანეს ვიროლატიდან (ფინეთი) სანქტ-პეტერბურგში, ზღვის გავლით, სპეციალურად ამ მიზნით შემუშავებული ბარჯით. 1832 წლის 30 აგვისტოს, 600 ტონიანი (661 ტონა) ქვა 2 საათში, უილიამ ჰენსიდის ხელმძღვანელობით, 3 000 კაცმა თანამედროვე ამწეებისა და საინჟინრო დანადგარების დახმარების გარეშე აიტანა გემზე. იგი იმდენად ფრთხილად მოათავსეს, რომ არ დასჭირდა არანაირი დამაგრება და მდგომარეობა მხოლოდ საკუთარი წონით შეინარჩუნა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Никитин Н. П. Огюст Монферран, Проектирование и строительство Исаакиевского собора и Александровской колонны. — Л., 1939.
  • Гусаров А. Ю. Памятники воинской славы Петербурга. — СПб., 2010. — ISBN 978-5-93437-363-5.
  • Любин Д. В. Александровская колонна. — СПб.: Издательство Государственного Эрмитажа, 2013. — 104 с., ил. — ISBN 978-5-93572-530-3.
  • Любин Д. В. Обелиск на Дворцовой площади. Неосуществлённый проект памятника императору Александру I архитектора О. Монферрана // Петербургские искусствоведческие тетради. Выпуск 25. — СПб., 2012. — С. 197—209.
  • Любин Д. Неисполненный контракт отставного гвардии поручика Арсения Богданова. Материалы к истории создания Александровской колонны // Петербургские искусствоведческие тетради. Выпуск 32. — СПб., 2014. — С. 97-119.
  • Чертежи и подробности создания памятника в честь императора Александра. — Париж: Издательство братьев Тьерри, 1836.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება