ალაროდიული ენები — ასე უწოდებდა XIX საუკუნის ზოგი დასავლეთევროპელი მეცნიერი (კერძოდ, ფ. ჰომელი) სავარაუდებელ ენობრივ ერთობას (ენათა ოჯახს), რომელშიც აერთიანებდნენ ქართველურ, სხვა კავკასიურ ენებსა და წინა აზიის მთელ რიგ ენებს (ხეთურს, ელამურს, ურარტულსა და სხვა). სახელწოდება „ალაროდიული ენები“ მომდინარეობს ალაროდების სახელიდან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 266.
  • მელიქიშვილი გ., საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, თბ., 1965.