ალავერდი (ქალაქი)

ალავერდი არ არის სომხეთში, არამედ ეკუთვნის საქართველის, ახმეტის რაიონის სოფელი სადაც მდებარეო
(გადამისამართდა გვერდიდან ალავერდი (სომხეთი))
ტერმინს „ალავერდი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ალავერდი (მრავალმნიშვნელოვანი).

ალავერდი (სომხ. Ալավերդի) — ქალაქი სომხეთში, ლორეს პროვინციაში, ერევნიდან 167 კილომეტრში, ქალაქში გადის საავტომობილო გზა ვანაძორი-თბილისი და რკინიგზის ხაზი ერევანი-თბილისი. მდებარეობს მდინარე დებედის ვიწრო ხეობაში. ზღვის დონიდან 750-1400 მეტრზე. ცნობილია როგორც სომხეთის სპილენძის წარმოების ცენტრი.

ქალაქი
ალავერდი
Ալավերդի

ქალაქი ალავერდი
გერბი

ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
რეგიონი ლორე
კოორდინატები 41°05′42″ ჩ. გ. 44°39′21″ ა. გ. / 41.09500° ჩ. გ. 44.65583° ა. გ. / 41.09500; 44.65583
დაარსდა 1899
პირველი ხსენება ძვ. წ. III-II საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი 1938
ფართობი 18 კმ²
ცენტრის სიმაღლე 750-1400
ოფიციალური ენა სომხური ენა
მოსახლეობა 14 835 კაცი (2001)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +374 (253)
საფოსტო ინდექსი 1701―1708
ოფიციალური საიტი www.alaverdi.am alaverdi.am www.alaverdi.am
ალავერდი (ქალაქი) — სომხეთი
ალავერდი (ქალაქი)

ისტორია რედაქტირება

ალავერდი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება ძვ. წ. III-II საუკუნეებიდან მანიც-გომის, მანესის სახელწოდებით. XIII საუკუნის დასაწყისიდან ცნობილია როგორც სპილენძის წარმოების ადგილი. თანამედროვე სახელი მიიღო XVII საუკუნეში. 1770 წელს ლორის ოლქში დასახლდნენ ბერძენი მაღაროს მუშები, რომლებმაც ალავერდსა და შამლუღში ააშენეს სპილენძსადნობი ქარხანა, რომელიც 1795 წელს დაანგრია აღა-მაჰმად-ხანმა. 1801 წელს ალავერდი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. 1921 წელს ალავერდში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. 1938 წელს მიიღო ქალაქის სტატუსი. 1963 წლიდა კი არის რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი.

მოსახლეობა რედაქტირება

2001 წლის აღწერით ალავერდის მოსახლეობა შეადგენდა 14 835 კაცს. 1831 წელა აქ ცხოვრობდა 24 ადამიანი, 1873 წელს - 748, 1926 წელს - 4 500, 1959 წელს - 16 805, 1970 წელს - 23 311, ხოლო 1979 წელს წელს - 23 182.

ცნობილი ადამიანები რედაქტირება

ალავერდში დაიბადა სომეხი ისტორიკოსი ალექსანდრ ერიციანი (1842-1902), სომეხი საბჭოთა მხატვარი ალბერტ ასლიანი, ცნობილი საბჭოთა პოლიტიკური მოღვაწე ანასტას მიქოიანი და მისი ძმა კონსტრუქტორი არტემ მიქოიანი.

ლიტერატურა რედაქტირება