აკუსტიკური არხი — მოწყობილობათა და ფიზიკურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელიც ბგერით და ულტრაბგერით მოვლენების მეოხებით გადასცემს სიგნალებს, აკუსტიკურ არხში მართვის ან კონტროლისათვის იყენებენ პასიურ სიგნალებს ან აქტიურ, სპეციალურად შექმნილ ბგერით სიგნალებს. პასიურ სიგნალებს მიმართავენ წარმოებაში ნაკეთობის ან აგრეგატის წუნის გამოსათლელად. წუნს ადგენენ ხმაურის მიხედვით; მედიცინაში კი ორგანიზმში შუილის შესასწავლად. ბგერითი ან ულტრაბგერითი დიაპაზონის აქტიური სიგნალების დახმარებით ადასცემე ცნობებს, დისტანციურად ზომავენ სხვადასხვა სიდიდეებს, განსაზღვრავენ საკონროლო გარემოს პარამეტრს, აღმოაჩენენ არასასურველ ჩანართებს და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება