აკლიმატიზაცია (ლათ. ad — „თან“, ბერძ. klima — „ჰავა“, „კლიმატი“) — ცოცხალი ორგანიზმის ფიზიოლოგიური და/ან ქცევითი შეუგება გარემოს სხვადასხვა ფაქტორების ცვლილებებთან.

აკლიმატიზაცია წარმოადგენს ინდივიდის თანდათანობით განვითარებულ სხვადასხვა გრძელვადიან საპასუხო რეაქციას, რომელიც მეტნაკლებად ჰაბიტუალური და შექცევადია. ეს განასხვავებს აკლიმატიზაციას ჰომეოსტაზისგან, ორგანიზმის ზრდისა და განვითარების შეუქცევადი პროცესისგან და ევოლუციური ადაპტაციისგან (რაც გულისხმობს შეგუებითი რეაქციის განვითარებას პოპულაციაში თაობების მანძილზე). აკლიმატიზაციის განვითარება შესაძლებელია წინასწარ, ცვლილებების მოლოდინის პირობებში და უზრუნველყოფს ორგანიზმის გადარჩენას მისთვის უჩეულო გარემოში (მაგ., ადაპტაცია კლიმატის სეზონური ცვლილებების მიმართ).

ლიტერატურა რედაქტირება