აკაბორი შირო

(გადამისამართდა გვერდიდან აკაჰორი შირო)

აკაბორი შირო[1] (ასევე აკაბორი სირო[2]) (იაპონ. 赤堀四郎) (დ. 20 ოქტომბერი, 1900 — გ. 3 ნოემბერი, 1992) — იაპონელი ორგანული ქიმიკოსი და ბიოქიმიკოსი, იაპონიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი 1966 წლიდან.[2] 1925 წელს დაამთავრა ტოჰოკუს უნივერსიტეტი და ორგანულ ქიმიაში ცოდნის გასაღრმავებლად ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.[2] 1935 წლიდან ასწავლიდა ქიმიის ოსაკის უნივერსიტეტში, ხოლო 1938 წლიდან უნივერსიტეტის პროფესორად მიიჩნევა.[2] 1958 წელს ამავე უნივერსიტეტთან ჩამოაყალიბა ცილის ინსტიტუტი, 1966 წელს აირჩა ოსაკას უნივერსიტეტის რექტორად და იაპონიის ბიოქიმიკოსთა საზოგადოების პრეზიდენტად.[2] 1967 წლიდან ფიზიკური და ქიმიური გამოკვლევათა ინსტიტუტის პრეზიდენტის პოსტი ეკავა. ცნობილია მისი ნაშრომები: „ორგანული ქიმიის განვითარება“, „ამინომჟავა და ცილა“ და სხვა.[2]

აკაბორი შირო
赤堀四郎
მოღვაწეობა

ბიოლოგია

დაბადების თარიღი

20 ოქტომბერი, 1900

გარდაცვალების თარიღი

3 ნოემბერი, 1992

ალმა-მატერი

ოსაკას უნივერსიტეტი

მოქალაქეობა

იაპონიის დროშა იაპონია

იხ.ასევე - იაპონიის პორტალი და კატეგორია:იაპონელები

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ოსაკას უნივერსიტეტის ისტორია, ოსაკას უნივერსიტეტის ოფიციალური საიტი.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 1, გვერდი 245, თბილისი, 1975 წელი