აკანათი, კაკანათი (ფშაური „სასხიპურა“, ხევსურული „საჩიტურა“, თუშური „სასხლეტი“, „ბალუ“, სვანური „ნეჯიდ“, „ღერენჯიკა“) — ძუის მახე ფრინველთა დასაჭერად. მაგრად დაჭიმულ ღვედზე დამაგრებულია სასხლეტიანი რკალი, რომელზეც ჩიტის მისაყტუებლად სიმინდის ან პურეულის მარცვალი ჰკიდია. როგორც კი ჩიტი მარცვლის კენკვას დაიწყებს, სასხლეტი დასხლტება, რკალი ჩამოვარდება და ჩიტს დაიჭერს. არის სხვანაირი აკანათიც: ცხრილს ან ვარცხლს წამოაპირქვავებენ და ჯოხზე ისე დაატუდებენ, რომ ჩიტს შიგ შესვლა შეეძლოს. ცხრილქვეშ საკენკი ყრია. შევა თუ არა ჩიტი საკენკის ასაკენკად, დამალული მონადირე აკანათის ჯოხზე გამობმულ ძუას ან ძალს გამოსწევს, ჯოხი გამოეცლება, აკანათი დაემხობა და ჩიტი შიგ მოემწყვდევა.

ლიტერატურა რედაქტირება