აკამანტი (ბერძნ. Ἀκάμας, -αντος) — "დაუღალავი" — ბერძნულ მითოლოგიაში რამდენიმე პერსონაჟს ეწოდება. ქვემოთ ჩამოთვლილი სამივე აკამანტი ტროას ომში იღებდა მონაწილეობას. პირველი პერსონაჟი ერთადერთია, რომელიც ჰომეროსს არ ჰყავს ნახსენები.

აკამანტი თეზევსის ძე რედაქტირება

აკამანტი იყო თეზევსისა და ფედრას ვაჟი. დემოფონტეს ნახევარძმა. ვერგილუსს აღუნიშნავს, რომ აკამანტი ტროას ცხენში იმყოფებოდა.

აკამანტი ევსორეს ძე რედაქტირება

ტროელების დასახმარებლად მისული თრაკიელი ბელადი.

აკამანტი ანტენორის ძე რედაქტირება

ტროელი მეომარი, ანტენორისა და თეანოსის ვაჟი.