აკაკი ბაქრაძე (მსახიობი)

(გადამისამართდა გვერდიდან აკაკი (კაკო) ბაქრაძე)
ტერმინს „აკაკი ბაქრაძე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ აკაკი ბაქრაძე (მრავალმნიშვნელოვანი).

აკაკი (კაკო) ბაქრაძე (დ. 29 აგვისტო, 1920, ჭიათურა — გ. 22 აგვისტო, 2011, იქვე) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1970).

აკაკი ბაქრაძე
დაბადების სახელი აკაკი (კაკო) ბაქრაძე
დაბადების თარიღი 29 აგვისტო, 1920
ჭიათურა
გარდაცვალების თარიღი 22 აგვისტო, 2011 (90 წლის)
ჭიათურა
საქმიანობა თეატრის მსახიობი, კინომსახიობი
აქტიური 1937-2011
ჯილდოები

საქართველოს ღირსების ორდენი

ბიოგრაფია რედაქტირება

აკაკი (კაკო) ბაქრაძე დაიბადა 1920 წლის 29 აგვისტოს ჭიათურაში. 1937 წელს დაამთავრა ქ. ჭიათურის პირველი საშუალო სკოლა. იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 1939–1946 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში. აკაკი ბაქრაძე გარდაიცვალა 2011 წლის 22 აგვისტოს, 90 წლის ასაკში.

ფილმოგრაფია რედაქტირება

ჯილდოები და აღიარება რედაქტირება

2002: ქ. ჭიათურის საპატიო მოქალაქე

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება