მთავარი მენიუს გახსნა

აივარ ჯაიევერი

ამერიკელი ფიზიკოსი

აივარ ჯაიევერი (ინგლ. Ivar Giaever; დ. 5 აპრილი, 1929, ბერგენი, ნორვეგია) — ამერიკელი ფიზიკოსი. ააგო ზეგამტარული გვირაბული დიოდი (1960), აღმოაჩინა არასტაციონარული ჯოუზეფსონის ეფექტი. ბრაიან ჯოუზეფსონსა და ლეო ესაკისთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკის დარგში 1973 წელს. 1970 წლიდან აგრეთვე მუშაობს ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის დარგში. განავითარა იმუნური რეაქციების აღმოჩენის მეთოდი. 1988 წლიდან არის რენსელერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი. 1954 წელს ემიგრირებული იყო კანადაში. 1956 წელს გადასახლდა აშშ-ში.

აივარ ჯაიევერი
Ivar Giæver.jpg
დაბ. თარიღი 5 აპრილი 1929(1929-04-05)[1] [2] [3] [4] [5] (90 წლის)
დაბ. ადგილი ბერგენი[1]
მოქალაქეობა Flag of Norway.svg ნორვეგია
Flag of the United States.svg აშშ
სამეცნიერო სფერო ფიზიკა
მუშაობის ადგილი რენსელერის პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ალმა-მატერი რენსელერის პოლიტექნიკური ინსტიტუტი და ნორვეგიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია, გუნერუსის მედალი, ნობელის პრემია ფიზიკაში[6] [7], ოლივერ ბაკლის პრემია ფიზიკაში და ონსაგერის მედალი
საიტი homepages.rpi.edu/~giaevi/

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება