აიდა გარსია-ნარანხო
აიდა დელ კარმენ ხესუს კონსუელო გარსია-ნარანხო მორალესი (ესპ. Aída del Carmen Jesús Consuelo García-Naranjo Morales) ასევე ცნობილია სასცენო სახელით „მოჩა“[2][3] (დ. 20 მარტი, 1951) — პერუელი პედაგოგი, მომღერალი და პოლიტიკოსი. ოლიანტა უმალას ალიანსის, სოციალისტური პარტიის გენერალური მდივანი და განა პერუს პრეს-სპიკერი.
აიდა გარსია-ნარანხო | |
---|---|
ესპ. Aída del Carmen Jesús Consuelo García-Naranjo Morales[1] | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 20 მარტი, 1951[1] (73 წლის) |
დაბადების ადგილი | ლიმა[1] |
მოქალაქეობა |
![]() |
განათლება | Pontifical Catholic University of Peru |
ქალთა საკითხებისა და სოციალური განვითარების პირველი მინისტრი უმალას კაბინეტში.[4]
2012 წლის იანვრიდან 2014 წლის ივნისამდე იყო პერუს ელჩი ურუგვაიში.[5] 2012 წლის 1 თებერვლიდან 2014 წლის 18 ივნისამდე პერუს წარმომადგენელი მერკოსურში და პარალელურად ინტეგრაციის ლათინოამერიკულ ასოციაციაში (ALADI).[6]
ბიოგრაფია
რედაქტირებააიდა გარსია-ნარანხო სწავლობდა პაპის კათოლიკურ უნივერსიტეტში. მას ასევა აქვს ამავე უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და სახელმწიფოს მართვის მაგისტრის ხარისხი.
1990-1993 წლებში იგი იყო ლიმის მუნიციპალიტეტის მრჩეველი. 1995-2011 წლებში იყო ჟურნალ „მუხერეს“-ის დირექტორი, ხოლო 2011 წლიდან სამართლისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.
იგი იყო პერუს გლეხთა კონფედერაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი, კონსულტაციას უწევდა ქალთა საქმეების სამდივნოს. სწავლობდა მუსიკის ეროვნულ კონსერვატორიაში. იყო მუსიკალური ჯგუფის „Tiempo Nuevo“-ს წევრი. არის 14 წიგნის ავტორი, რომელთა უმეტესობა პერუში ფემინიზმის საკითხებს ეხება.
2011 წლის 28 ივლისს გახდა და ამავე წლის 10 დეკემბრამდე ეკავა ქალთა საკითხებისა და სოციალური განვითარების მინისტრის თანამდებობა.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 https://infogob.jne.gob.pe/Politico/FichaPolitico/aida-del-carmen-jesus-garcia-naranjo-morales_historial-partidario_GINPyj45TuAc6+@0ElOxMA==Nj
- ↑ Sotelo, Coronado. (2 June 2011) Aída 'Mocha' García Naranjo se dirige a las mujeres peruanas es. Mujeres de otra indole. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 2 June 2018
- ↑ Aída García Naranjo: Perfil de la próxima ministra de la Mujer es. Radio Programas del Perú (21 July 2011). ციტირების თარიღი: 2 June 2018
- ↑ 4.0 4.1 Ollanta Humala adelantó más nombres de su gabinete ministerial
- ↑ Ex ministra Aída García Naranjo fue nombrada embajadora en Uruguay
- ↑ Aída García Naranjo ahora será representante peruana ante Mercosur y Aladi