ათაშეჰირის რაიონი

სტამბოლის 39 რაიონიდან ერთ-ერთი

ათაშეჰირი (თურქ. Ataşehir) — სტამბოლის 39 რაიონიდან ერთ-ერთია.[1] 2008 წელს თავის მეზობელ ქადიქიოის, იუმრანიის და იუსქიუდარის რაიონებიდან კვარტლების შემოურთებით,[2][3] მიიღო რაიონის სტატუსი.[4] სამხრეთ-დასავლეთიდან ქადიქიოის, დასავლეთიდან იუსქიუდარის, ჩრდილოეთიდან იუმრანიის, აღმოსავლეთიდან სანჯაქთეფის და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მალთეფის რაიონი აკრავს. 2014 წლის მონეცემებით, რაიონის მოსახლეობა 408,986 კაცს შეადგენს.[5] რაიონი შეიცავს 17 კვარტალს.[6]

რაიონი
ათაშეჰირი
თურქ. Ataşehir
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
რეგიონი მარმარილოს ზღვის
მუნიციპალიტეტი სტამბოლი
კოორდინატები 40°59′00″ ჩ. გ. 29°07′40″ ა. გ. / 40.98333° ჩ. გ. 29.12778° ა. გ. / 40.98333; 29.12778
მერი ბატალ ილგეზდი
ფართობი 25.84 კმ²
მოსახლეობა 416 318 (2018)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 0-216
საფოსტო ინდექსი 347-8xx
საავტომობილო კოდი 34
ოფიციალური საიტი http://www.atasehir.gov.tr/
ათაშეჰირის რაიონი — თურქეთი
ათაშეჰირის რაიონი

იმის გამო, რომ რაიონის დასავლეთ მხარეს, სამშენებლო კომპანიებმა ააშენეს ბევრი მაღალსართულიანი საცხოვრებელი და საოფისე შენობები, გაჩნდა ცნება დასავლური ათაშეჰირი.[7] 2012 წლიდან აქ მდებარეობს Ülker Sports Arena.[8]

მმართველობა რედაქტირება

 
ათაშეჰირის ხედი

ათაშეჰირის მუნიციპალიტეტი 2009 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაარსდა. ათაშეჰირის მუნიციპალიტეტის შენობა[9] და ათაშეჰირის პოლიციის დეპარტამენტი[10] მდებარეობს ბარბაროსის კვარტალში.

ადგილობრივი არჩევნები რედაქტირება

Ataşehir Belediye Başkanları ve Partileri
წელი მერი პარტია ხმების რაოდენობა
2009 ბატალ ილგეზდი რესპუბლიკური პარტია 41,69% [11]
2014 ბატალ ილგეზდი რესპუბლიკური პარტია 49,80% [12]

კვარტლები რედაქტირება

ათაშეჰირის რაიონში სულ 17 კვარტალია.

მოსახლეობა რედაქტირება

წელი ჯამში
2008[13] 351,046
2009[14] 361,615
2010[15] 375,208
2011[16] 387,502
2012[17] 395,758
2013[18] 405,974
2014[19] 408,986
2015[20] 419,368

ეკონომიკა რედაქტირება

ათაშეჰირის რაიონში ბევრი სავაჭრო ცენტრი არსებობს, როგორიცაა Bulvar 216,[21] Palladium,[22] Optimum,[23] Brandium,[24] Novada[25] და Carrefour (კარფური).[26] ათაშეჰირის სავაჭრო ცენტრების გასწვრივ განლაგებულია ბევრი კაფეები, რესტორნები, ბანკები და მარკეტები.[27]

პარკები რედაქტირება

რაიონში ბევრი პარკი არსებობს. მათ შორის ყველაზე დიდი, ბარბაროსის კვარტალში, 2012 წელს გაიხსნა, რომლის ფართობი დაახლოებით 8000 კვადრატული მეტრია და ატარებს თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიულენთ ეჯევითის სახელს. პარკში მოწყობილია საკალათბურთო და მინი ფეხბურთის მოედნები, ჩანჩქერები, მიწის ჭადრაკის ფართი, საბავშვო მოედნები, სპორტული მოედნები, სირბილის ბილიკები, გასართობი ცენტრები, კედლის სკამები და სხვა.[28] ასევე რაიონში ფუნქციონირებს დენიზ გეჩმიშის, ნაზიმ ჰიქმეთის და ნეჯმეთინ ერბაქანის პარკები.

განათლება რედაქტირება

2016 წლის მონაცემებით, რაიონში ფუნქციონირებს 61 საბავშვო ბაღი, 22 სახელმწიფო და 19 კერძო, ჯამში 41 დაწყებით სკოლა, 22 სახელმწიფო და 13 კერძო, ჯამში 35 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 19 სახელმწიფო და 22 კერძო, სულ 41 საშუალო განათლების სკოლა, მათ შორის სპეციალური ფონდის სკოლებიც.[29] ამ რაიონშია იედითეფეს უნივერსიტეტი და აჯიბადემის უნივერსიტეტი.

სქოლიო რედაქტირება

  1. Ataşehir İlçe Haritası
  2. Dünden bu güne Ataşehir. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-11. ციტირების თარიღი: 2016-10-23.
  3. Ataşehir Tarihçesi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-21. ციტირების თარიღი: 2016-10-23.
  4. İstanbul İl ve İlçe Alan Bilgileri
  5. Şehir, belde ve köy nüfusları - 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-24. ციტირების თარიღი: 2016-10-23.
  6. İstanbul Ataşehir Mahalleleri
  7. Batı Ataşehir nasıl meydana geldi?
  8. Ataşehir Fenerbahçe Ülker Sports Arena Açılıyor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-11. ციტირების თარიღი: 2014-09-11.
  9. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-21. ციტირების თარიღი: 2016-10-23.
  10. Ataşehir İlçe Emniyet Müdürlüğü[მკვდარი ბმული]
  11. 2009 Yerel Seçim Sonuçları
  12. 2014 Yerel Seçim Sonuçları
  13. 2008 genel nüfus sayımı verileri.Türkiye İstatistik Kurumu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-03. ციტირების თარიღი: 2012-11-03.
  14. 2009 genel nüfus sayımı verileri. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-03. ციტირების თარიღი: 2012-11-03.
  15. 2010 genel nüfus sayımı verileri. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-03. ციტირების თარიღი: 2012-11-03.
  16. 2011 genel nüfus sayımı verileri. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-03. ციტირების თარიღი: 2012-11-03.
  17. 2012 genel nüfus sayımı verileri. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-20. ციტირების თარიღი: 2013-02-20.
  18. 2013 genel nüfus sayımı verileri. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-15. ციტირების თარიღი: 2014-02-15.
  19. 2014 genel nüfus sayımı verileri. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-10. ციტირების თარიღი: 2015-02-10.
  20. 2015 genel nüfus sayımı verileri
  21. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-19. ციტირების თარიღი: 2016-10-24.
  22. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-10. ციტირების თარიღი: 2016-10-24.
  23. http://www.optimumoutlet.com/istanbul/ulasim
  24. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-18. ციტირების თარიღი: 2016-10-24.
  25. Novada ulaşım. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-11. ციტირების თარიღი: 2016-10-24.
  26. Carrefour İçerenköy Alışveriş Merkezi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-09. ციტირების თარიღი: 2016-10-24.
  27. Ataşehir Bulvarı Haritası
  28. Ataşehir’e Bülent Ecevit Parkı yapılıyor!
  29. Ataşehir İlçe Millî Eğitim Müdürlüğü