აზერბაიჯანული ფოლკლორი

აზერბაიჯანული ფოლკლორი (აზერ. Azərbaycan folkloru) — აზერბაიჯანელი ერის ზეპირი ხელოვნება, რომელიც წარმოდგენილია სიმღერებით, ლეგენდებით, სასიყვარულო და ისტორიული ეპოსებით, დასთანებით (მოთხრობებით), ზღაპრებით, ანეკდოტებით, ანდაზებით. აზერბაიჯანის ფოლკლორში ცნობილია ისეთი დასთანები, როგორიცაა „ქოროღლი“, „ასლი და ქერემი“, „აშუღ-გარიბი“, „შაჰ ისმაილი“. ზოგი მათგანი დაკავშირებულია ისტორიულ მოვლენებთან.[1]

დასთანები

რედაქტირება

დასთანი არის თურქულენოვანი ერებისთვის დამახასიათებელი მოთხრობის სახეობა. ასევე ის აკავშირებს აშუღების ხელოვნებასა და ზეპირ ეროვნულ ლიტერატურას. დასთანში პოეზია და პროზა ერთიანია. აზერბაიჯანულ ერში ყველაზე გავრცელებული და ცნობილი დასთანებია „დედე-გორგუდი“, „ქოროღლი“, „სათთარხანი“, „ასლი და ქერემი“, „თაჰირი და ზოჰრა“, „აბასი და გულგეზი“, „შაჰ ისმაილი“ და სხვა.

სიმღერები

რედაქტირება

სიმღერის ხელოვნება აღწერს ერის ცხოვრებას.იგი მოიცავს შრომით, ისტორიულ, ლირიკულ, რიტუალურ, სახუმარო და სხვა სიმღერებს[2].

ზღაპრები

რედაქტირება

აზერბაიჯანული ზღაპრები ზეპირი ხელოვნებაა. ისინი მრავალფეროვანი არიან შინაარსობრივად და მდიდარი თავისი ფორმით. აზერბაიჯანულ ზღაპრებში გამოისახება აზერბაიჯანული ერის ჰეროიკული წარსული, მისი ბრძოლა ადგილობრივი და გარე მტრების წინააღმდეგ, სულიერ-მორალური და საზოგადოებრივ-ფილოსოფიური ხედვები. ზღაპრებში ასახულია აზერბაიჯანელების უძველესი ეროვნული ტრადიციები და წესები, ასევე ბუნებაც.

ლეგენდები

რედაქტირება

აზერბაიჯანული პროზის ფორმის ერთ-ერთი ჟანრი ლეგენდებია. ისინი მოიცავენ კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებს და სრულდებიან მორალური დამრიგებლობით. აზერბაიჯანული ლეგენდები 3 სახეობად იყოფა: მორალურ-დამრიგებლობითი, ტოპონიმური, რელიგიური.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აზერბაიჯანული ლეგენდა ქალწულის კოშკის (ყიზყალასი) შესახებაა.

აზერბაიჯანელი აშუღების ხელოვნება

რედაქტირება

აზერბაიჯანელი აშუღების ხელოვნება ითვლება ეროვნული იდენტობისა და ენის, ლიტერატურისა და მუსიკის შენარჩუნების სიმბოლოდ. აშუღის ხელოვნება არის თავისუფალი, რომელიც მოიცავს ეპიკურ დასთანებს, სიმღერებს, რომლებიც ადიდებენ სიყვარულს, მეგობრობას, თავისუფლებასა და ერის გმირობას[1].

2009 წელს აზერბაიჯანელი აშუღების ხელოვნება შეიყვანეს იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტატიულ სიაში.

ფოლკლორის ინსტიტუტი

რედაქტირება

აზერბაიჯანული ფოლკლორის ინსტიტუტი დაარსდა 1994 წელს ნიზამის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტის საფუძველზე. მან ასევე 2003 წელს დაიწყო დამოუკიდებელი მოღვაწეობა.

2012 წელს ფოლკლორისა და ეთნიკური უმცირესობების განყოფილება, რომელიც ფოლკლორის ნიმუშების შეგროვებისთვისაა პასუხისმგებელი, გადავიდა აზერბაიჯანული ფოლკლორის ინსტიტუტში. განყოფილების მთავარი მიზანია არსებული ფოლკლორის ნიმუშების შენარჩუნება და მათი კვლევა[3].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Азербайджанская ССР // Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. — М. : Советская энциклопедия, 1969—1978.
  2. Абасова Э. А. Азербайджанская музыка // Музыкальная энциклопедия / под ред. Ю. В. Келдыша. — М.: Советская энциклопедия, Советский композитор, 1973. — Т. 1.
  3. In pursuit of societal harmony