აზერბაიჯანული პოპ-მუსიკა
აზერბაიჯანული პოპ-მუსიკა (აზერბაიჯანულად: Azərbaycan pop musiqisi) — მუსიკის ტიპი აზერბაიჯანში, რომელიც 1950-იანი წლების ბოლოს დაიწყო, აზერბაიჯანული გარემოს ფართო სპექტრის იმპორტირებული პოპულარული სტილის, მათ შორის როკ-ენ-როლის, ტანგოსა და ჯაზის ვერსიით. აზალი სტილების მიღებით გაჩნდა აზერბაიჯანული ჰიპ ჰოპი, როკი და რეჯიც.
აზერბაიჯანული პოპ მუსიკა | |
---|---|
ორიგინალურ ენაზე | Azərbaycan pop musiqisi |
ჟანრობრივი წარმომავლობა | პოპი |
დამახასიათებელი ინსტრუმენტები | გიტარა, დრამები, კლავიშებიანი საკრავები; აზერბაიჯანული ტრადიციული საკრავები |
რეგიონული განშტოებები | |
აზერბაიჯანული როკ ენ როლი; აზერბაიჯანული ტანგო; აზერბაიჯანული ჯაზი. |
ისტორია
რედაქტირება1960-იანი წლები
რედაქტირებაგასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისი ალბათ ის ეპოქაა, როდესაც აზერბაიჯანული პოპ-მუსიკა ყველაზე მეტად ჯგუფის ფორმატზე იყო დამოკიდებული, პოპ-აქტებით, როგორიცაა როკ-ჯგუფები, გიტარაზე და დრამზე დაკვრა, ზოგჯერ კლავიშების დამატებით ან ორკესტრირებით. ამ ეპოქაში კლასიკური პოპ-ხალხური მუსიკა პოპულარობით სარგებლობდა, ისეთი არტისტებით, როგორიცაა ანატოლუ განიევი, მუსლიმ მაგომაევი და შაჰლარ გულიევი.[1]
1970-იანი წლები
რედაქტირებააზერბაიჯანის პოპ-მუსიკამ 1970-იანი წლების ბოლოს განიცადა პროდუქტიულობის ოქროს ხანა, რომელიც ახალი თაობის მუსიკოსების აღწეზებამ გამოიწვია. კლასიკური პოპ-შემსრულებლები, როგორებიც არიან რაშიდ ბეჰბუდოვი, მირზა ბაბაევი, ფლორა კარიმოვა, შოვკატ ალაკბაროვა, ოგტაი აღაევი და გულაღა მამედოვი, მათ ძალიან დიდ წარმოატებას მიაღწიეს ამ ათწლეულის დასაწყისში და პოპულარობას არც დღეს არ კარგავენ.[2][3]
1980-იანი წლები
რედაქტირებააკიფ ისლამზადე ხშირად მიიჩნეოდა 1980-იანი წლების დასაწყისის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და გავლენიან აზერბაიჯანელ პოპ მუსიკოსად.[4]
ბაქოს შანსონმა, რუსეთის შანსონის ქვეჟანრმა, პოპულარობა მოიპოვა 1980-იანი წლების შუა პერიოდში. ისეთმა ხელოვანებმა, როგორიცაა ეიუბ იაკუბოვი, ბაქოს შანსონს პოპულარობა 1992 წელს მოუტანეს. იმ პერიოდის ბევრი მუსიკოსი ეჭვის თვალით უყურებდა შანსონის იარლიყს,
1990-იანი წლები
რედაქტირებაგასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ქანთრის მუსიკალურ ჩარტებში დომინირებდნენ პოპ მომღერლები, რომელთაც მხოლოდ ტანგენციალური გავლენა ჰქონდათ რეგიონალური მუსიკისგან, როგორიცაა ნიამედდინ მუსაევი და ბალოღლან აშრაფოვი. ეს ტენდენცია მათ შემდეგაც გაგრძელდა.
გასული საუკუნის 90-იან წლებში სინგლების ჩარტებში დომინირებდა ბიჭების ბენდები და გოგო ჯგუფები, როგორიცაა კარვანი (Karvan) და ტრიო დაბლიუ (W Trio), ასევე მუსიკოსებიც, როგორიცაა აიგუნ კაზიმოვა, ფაიგ აღაევი, სამირ ბაგიროვი, ზულფიია ხანბაბაევა და ბრილიანტ დადაშევა. ხალხური მუსიკის პოპულარობის გაზრდაში დიდი წვლილი შეიტანა პერიოდმა და მსოფლიო მუსიკის აღმავლობის ხანამ.
მთიანი ყარაბაღის ომის დროს, სულისკვეთების გასაუმჯობესებელი საცეკვაო მუსიკის საპირისპიროდ, გამოჩნდა სამხედრო ბარდი, რომელიც წარმოიშვა 1990-იანი წლების დამოუკიდებელი ან ალტერნატიული ფოლკლორული სცენის ნაწილად, ისეთი მუსიკოსების ხელმძღვანელობით, როგორიცაა შამისტან ალიზამანლი და მუბარიზ თაგიევი.[5]
2000-იანი წლები
რედაქტირებააზერბაიჯანელმა პოპ მომღერალმა როიამ 2000-იანი წლების დასაწყისში მიაღწია დიდ წარმატებას არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ საერთაშორისო თურქულენოვან ქვეყნებში, განსაკუთრებით ირანულ აზერბაიჯანსა და თურქეთშიც.
ახალი ათასწლეულის დასაწყისში, ტალანტების შოუს მონაწილეები პოპ-მუსიკის ერთ-ერთი მთავარი ძალა იყვნენ, რადგან ქვეყანა 2008 წელს ევროვიზიაზე პირველად წარსდგა. ქვეყნის პირველმა გამოსვლამ მესამე ადგილი მოიპოვა 2009 წელს და მეხუთე შემდეგ წელს. ელმა და ნიკიმ მოიპოვეს პირველი ადგილი ევროვიზიის 2011 წლის სიმღერის კონკურსზე სიმღერით "Running Scared", რომელიც აზერბაიჯანს აძლევდა უფლებას რომ ემასპინძლა ევროვიზიის 2012 წლის კონკურსისთვის.
ამის საწინააღმდეგოდ, მრავალი მუსიკალური კრიტიკოსი ამტკიცებდა, რომ აზერბაიჯანულ ტელევიზიებში Yeni Ulduz (პოპ ვარსკვლავი) ტიპის კონკურსებისა და რეალითი შოუების ტალღამ მხოლოდ პოპ ინდუსტრიის განვითარება გამოიწვია.[6]
ცნობილი მომღერლები
რედაქტირებაქალბატონები
რედაქტირებატუნზალა აღაევა
შოვკატ ალაკბაროვა
სევდა ალაკბარზადე
ნუშაბა ალასგარლი
საფურა ალიზადე
შეილა
საბინა ბაბაევა
ელნარა
ნაზპარი დოსტალიევა
ხუმარ გადიმოვა
ილჰამა გასიმოვა
ირადა იბრაჰიმოვა
ნიგარ ჯამალი
მანანა ჯაფარიძე
ფლორა კარიმოვა
კონულ კარიმოვა
დილარა კაზიმოვა
ზულფია ხანბაბაევა
ზეინაბ ხანლაროვა
ელარიზ მამედოღლუ
აიზელ თეიმურზადა
როია
მამაკაცები
რედაქტირებაემინ აგალაროვი
აღადადაში აღაევი
ფეიგ აღაევი
სამირ ბაგიროვი
ოგთაი აღაევი
შამისტან ალიზამანლი
მირზა ბაბაევი
აბას ბაღიროვი
რაშიდ ბეჰბუდოვი
ბულბული
ფოლად ბულბულოღლუ
ნადირ გაპარზაძე
ელდარ გასიმოვი
თალიბ თალე
ჰუსეინაღა ჰადიევი
აკიფ ისლამზადე
მუსლიმ მაგომაიევი
ფარიდ მამედოვი
ადალეტ შუკუროვი
მუბარიზ თაღიევი
ეიუბ იაკუბოვი
მირი იუსიფი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Azərbaycanlı gizirə Xalq artisti adı verildi"[მკვდარი ბმული]. anspress.com (in Azerbaijani). Archived from the original on 2014-06-27. Retrieved 28 June 2014.
- ↑ Дивный голос "Севгилим" из Южного Азербайджана. kultura.az (in Russian). Retrieved 26 June 2014.
- ↑ "Oxumaq qarmon çalmaqdan çox-çox asandır..." www.anl.az (in Azerbaijani). Retrieved 26 June 2014.
- ↑ Акиф Исламзаде отметит день рождения во время ифтара. en.trend.az (in Russian). Retrieved 26 June 2014.
- ↑ "Vətənpərvərlik mahnılarının təbliğatı və gənclərin milli mənlik şüuru..." www.anl.az (in Azerbaijani). Retrieved 28 June 2014.
- ↑ "Это уже не шоу-бизнес, а неприличная вульгарщина..." - известный телекритик Эльшад Гулиев о проблемах отечественной телеиндустрии. www.kavkaz-uzel.ru (in Russian). Retrieved 26 June 2014.