აზერბაიჯანი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე (2016)

აზერბაიჯანი 2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარსდგა სიმღერით Miracle, რომლის ავტორებიც არიან ამირ ალი, ჯეკი ერიქსონი და ჰენრიკ ვილკსტრომი. კონკურსზე სიმღერა სამრა რაჰიმლიმ შეასრულა, რომელიც შიდა წესით შეარჩია აზერბაიჯანის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის, რომელიც სტოკჰოლმში, შვედეთში გაიმართა. ინფორმაცია, რომ კონკურსზე აზერბაიჯანის წარმომადგენელი სამრა იქნებოდა 2016 წლის 10 მარტს გახდა ცნობილი, ხოლო ის, თუ რომელ სიმღერას შეასრულებდა - 13 მარტს.

სამრა პირველი ნახევარფინალისთვის რეპეტიციის დროს

აზერბაიჯანმა ევროვიზიის პირველ ნახევარფინალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 2016 წლის 10 მაისს გაიმართა, რომლის დროსაც აზერბაიჯანი მე-14 ნომრად გამოვიდა. შესრულებამ 185 ქულა დაიმსახურა, რითიც აზერბაიჯანმა 18 ქვეყანას შორის მეექვსე ადგილი დაიკავა და 14 მაისს ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. ფინალში აზერბაიჯანს მეოთხე ნომერი ერგო და 117 ქულით 26 მონაწილე სახელმწიფოს შორის მე-17 ადგილი დაიკავა.

მიმოხილვარედაქტირება

 
სამრა რაჰიმლი პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას

2016 წლამდე აზერბაიჯანმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე რვაჯერ იასპარეზა (2008 წლიდან მოყოლებული). აზერბაიჯანმა 2011 წელს მოიგო კონკურსი სიმღერით Running Scared, რომელიც დუეტმა Eldar & Nigar შეასრულა. 2008 წლის დებიუტის შემდეგ 2014 წლამდე აზერბაიჯანის წარმომადგენლები ყოველწლიურად ხვდებოდნენ კონკურსის პირველ ათეულში, მათ შორის, 2009 წელს სიმღერით „Always“, აისელ თეიმურზადემ და არაშმა მესამე ადგილი დაიკავეს, ხოლო 2013 წელს სიმღერით „Hold Me“ , ფარიდ მამადოვმა მეორე ადგილი დაიკავა. 2014 წელს აზერბაიჯანის შედეგი ყველაზე ცუდი იყო: დილარა კაზიმოვამ ფინალში სიმღერით „Start a Fire“ 22-ე ადგილი დაიკავა. 2015 წელს აზერბაიჯანი კონკურსზე კვლავ ელნურ ჰუსეინოვმა (იგი ქვეყნის წარმომადგენელი აზერბაიჯანის დებიუტისას, 2008 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზეც იყო) წარადგინა სიმღერით „Hour of the Wolf“ და მე-12 ადგილი დაიკავა.

აზერბაიჯანის წარმომდგენლის შერჩევის პროცესს აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელმძღვანელობს. iTV-მ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე 2015 წლის 13 სექტემბერს განაცხადა. წარსულში აზერბაიჯანის წარმომადგენლების შესარჩევად სხვადასხვა მეთოდი გამოიყენებოდა, მათ შორის შიდა შერჩევები როგორც შემსრულებლების, ისე სიმღერის ასარჩევად, ასევე ეროვნული ფინალები შერჩეული შემსრულებლისთვის სიმღერის ასარჩევად. 2009 წლიდან 2013 წლამდე აზერბაიჯანი მართავდა ნაციონალურ ფინალს სახელწოდებით „Milli Seçim Turu“, რის შედეგად შერჩეულ წარმოამდგენელსაც შემდეგში შიდა შერჩევის შემდეგ არჩეული სიმღერის შესრულება უწევდა. 2014 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ტალანტ-შოუ Böyük Səhnə-ის მეშვეობით შეარჩია წარმომადგენელი, რომელმაც კონკურსზე შიდა შერჩევის შემდეგ გამარჯვებული სიმღერა შეასრულა. 2015 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავდაპირველად „Milli Seçim Turu“-ის, როგორც ეროვნული ფინალის ჩატარება გადაწყვიტა, თუმცა შემდეგში გადაიფიქრა და წარმომადგენელიც და სიმღერაც შიდა შერჩევის გზით აირჩიეს.[1] მსგავსი პროცედურის მეშვეობით შეირჩა 2016 წლის წარმომადგენელიც.[2]

ევროვიზიამდერედაქტირება

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის თანახმად, ყველა სახელმწიფო, გარდა „დიდი ხუთეულისა“ (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო) და მასპინძელი ქვეყნის გარდა, ფინალში მონაწილეობისთვის ვალდებულია ორიდან ერთ-ერთ ნახევარფინალში იასპარეზოს. ნახევარფინალებში პირველ ათეულებში შესული ქვეყნები ფინალში გამოსვლის უფლებას მოიპოვებენ. ევროპის მაუწყებელთა კავშირი წინა კონკურსების შესაბამისად სახელმწიფოებს ექვს ჯგუფად ანაწილებს. 2016 წლის 25 იანვარს გამართული კენჭისყრის მიხედვით მონაწილე ქვეყნები ორიდან ერთ-ერთ ნახევარფინალში განაწილდნენ და გამოსვლის თანმიმდევრობაც განისაზღვრა.[3] აზერბაიჯანი პირველ ნახევარფინალში მოხვდა, რომელიც 2016 წლის 10 მაისს გაიმართა და შოუს მეორე ნაწილში გამოსვლის თანრიგი ერგო.[4] კომპოზიციების შესრულების თანმიმდევრობა ხელახალი კენჭისყრის ნაცვლად შოუს პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, რათა მსგავსი სიმღერები ერთმანეთის გვერდიგვერდ არ აღმოჩენილიყო. აზერბაიჯანს მე-14 პოზიცია ერგო ესტონეთის შემდეგ და მონტენეგროს წინ.[5]

ორივე ნახევარფინალი და ფინალი აზერბაიჯანის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადასცა, რომლის კომენტატორიც აზერ სულეიმანლი იყო.[6][7] აზერბაიჯანის სპიკერი, რომლებმაც ფინალში აზერბაიჯანის ჟიურის მიერ მინიჭებული ქულები გამოაცხადა თურალ ასადოვი იყო.[8]

სქოლიორედაქტირება

  1. Jiandani, Sanjay. (17 October 2014) Azerbaijan: Ictimai opts for national selection for Eurovision 2015. ESCToday. ციტირების თარიღი: 12 February 2015.
  2. Gürdoğan, Büşra. (27 February 2015) İTV Goes Internal This Year. ESCBubble. ციტირების თარიღი: 27 December 2015.
  3. Jordan, Paul. Semi-Final Allocation Draw on Monday, pots revealed. European Broadcasting Union (21 January 2016). ციტირების თარიღი: 25 January 2016.
  4. Jordan, Paul. Allocation Draw: The results!. European Broadcasting Union (25 January 2016). ციტირების თარიღი: 25 January 2016.
  5. Jordan, Paul. Running order of the Semi-Finals revealed. European Broadcasting Union (8 April 2016). ციტირების თარიღი: 8 April 2016.
  6. "Eurovision 2016" yarışmasının 1-ci yarımfinalı İTV-də canlı yayımlanacaq Azerbaijani. Trend News Agency (10 May 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2016. ციტირების თარიღი: 10 May 2016.
  7. Cavadsoy, Şahin. Azərbaycan dilində "Eurovision"u o, şərh edəcək Azerbaijani. PrimeTime (9 May 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 September 2016. ციტირების თარიღი: 12 May 2016.
  8. Petersson, Emma. De presenterar jurygruppernas röster 2016 Swedish. Sveriges Television (14 May 2016). ციტირების თარიღი: 14 May 2016.