აზერბაიჯანის საგარეო დაზვერვის სამსახური

აზერბაიჯანის საგარეო დაზვერვის სამსახური (აზერ. Azərbaycan Respublikasının Xarici Kəşfiyyat Xidməti) — აზერბაიჯანის სახელმწიფო უწყებათა შორის ერთ-ერთი სპეციალური სამსახურია.

აზერბაიჯანის საგარეო დაზვერვის სამსახური
აზერ. Azərbaycan Respublikasının Xarici Kəşfiyyat Xidməti
აზერბაიჯანის საგარეო დაზვერვის სამსახური
უწყების შესახებ
შეიქმნა 2015, 14 დეკემბერი
უწყების ხელმძღვანელი ორხან სულთანოვი, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი

საგარეო სადაზვერვო სამსახურის მთავარი მიზანია სპეციალური სამსახურების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა, აგრეთვე სახელმწიფო ადმინისტრირების სტრუქტურის გაუმჯობესება[1].

აზერბაიჯანის საგარეო სადაზვერვო სამსახურის უფროსი არის ეროვნული უშიშროების სამსახურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი - ორხან სულთანოვი[2][3].  

ისტორიარედაქტირება

აზერბაიჯანის საგარეო სადაზვერვო სამსახური დაარსდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2015 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულებით, ეროვნული უშიშროების სამინისტროს საფუძველზე[1].

2017 წლის გაზაფხულზე, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას აზერბაიჯანის საგარეო სადაზვერვო სამსახურის გერბის შესახებ[4].

2017 წლის დეკემბერში ხელი მოეწერა პრეზიდენტის ბრძანებულებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის 2017-2021 წლების საქმიანობის გაუმჯობესების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“[5].

2018 წლის იანვარში,აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოეწერა ბრძანებულებას საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობაში

ცვლილებების შეტანის შესახებ[6].

სქოლიორედაქტირება