ავღანი (AFN, ინგლ. afghani) — ფულის ერთეული ავღანეთში. ამჟამად მიმოქცევაში არის ბანკნოტები ნომინალით 1000, 500, 100, 50, 20, 10, 5, 2 და 1 ავღანი და მონეტები ნომინალით 5, 2 და 1 ავღანი.

ავღანი
افغانۍ
კოდი ISO 4217 AFN
ქვეყანა ავღანეთი
ოფიციალური
მომხმარებლები
ავღანეთის დროშა ავღანეთი
შედგება 100 პული
სიმბოლო Af ან Afs
მონეტები 1, 2 და 5 ავღანი
ბანკნოტები 1, 2, 5, 10, 20, 50, 100, 500, 1000 ავღანი
ცენტრალური ბანკი და ავღანეთის ბანკი
საიტი [1]
გაცვლითი კურსი
(21 თებერვალი 2009 თვის)
1 USD = 52,46 AFN AFN
1 EUR = 67,47 AFN AFN
1 GBP = 75,80 AFN AFN

ფულის ერთეულის ინფლაციის ტემპი 2005 წლისათვის შეადგენდა 16,3 %.

ავღანის კურსი — 1 USD = 50 AFN; 1 EUR= 74 AFN;

ისტორია რედაქტირება

1925—2002 რედაქტირება

ავღანი მიმოქცევაში შევიდა 1925 წელს. მან შეცვალა მიმოქცევაში ავღანური რუპია. თუმცა ავღანი დიდი ხნის მანძილზე არსებობდა ავღანურ რუპიასთან ერთად. 1940 წლიდა ავღანი გადავიდა ამერიკულ დოლარზე

მათი თანაარსებობა შეწყდა 1978 წელს, როდესაც ავღანეთში შევიდა საბჭოთა ჯარები, რის შედეგადაც აქ განმტკიცდა ავღანის მონოპოლია.

ანარქიის პერიოდში ომის ლიდერები და სხვა პოლიტიკური მოძრაობები იყენებდნენ საკუთარ ავღანს. 2002 წლამდე მიმოქცევაში იყო ორი ტიპის ავღანი: ცენტრალური ხელისუფების მიერ გამოშვებული და გენერალ დოსთუმის მიერ გამოშვებული, რომელიც მიმოქცევაში იყო მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. გარეგნულად ისინი არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, განსხვავება იყო მხოლოდ ნომინალში.

ყველა კუპიურები აპრილის რევოლუციიდან მოყოლებული იბეჭდებოდა სსრკ-ში, შემდეგ რუსეთში. ავღანეთის ჩრდილოეთში(გენერალ დოსთუმ, აბდულ-რაშიდის კონტროლირებად ტერიტორიაზე) მიმოქცევაში იყო ვალუტის ორივე სახეობა. თუმცა დოსთუმის ვალუტა უფრო იაფი იყო ვიდრე სახელმწიფოს მიერ გამოშვებული.ქვეყნის სხვა რაიონებში გამოიყენებოდა პაკისტანის რუპია, ირანული რიალი და ამერიკული დოლარი.

თალიბების პერიოდში, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მომართებაში იყო $1[1].

2002 წ.სავალუტო რეფორმა რედაქტირება

ჰამიდ კარზაიმ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დაიწყო სავალუტო რეფორმა. 2002 წლის ოქტომბერში დაიწყო სავალუტო რეფორმა, რისი შედეგიც იყო ავღანური ვალუტის დენომინაცია. ვალუტის შეცვლა მიმდინარეობდა ორი თვის მანძილზე. მიმოქცევაში შევიდა ბანკნოტები ნომინალით 1, 2, 5, 10, 20, 50, 100, 500, 1000 ავღანი.

ბანკნოტები რედაქტირება

2002 წელს გამოშვებული იქნა ბანკნოტები ნომინალით 1, 2, 5, 10, 20, 50, 100, 500 და 1000 ავღანი.

2002 წლის სერია
სურათი კოეფიციენტი ზომა ფერი აღწერა თარიღი
ავერსი რევერსი ავერსი რევერსი დაბეჭდვა მიმოქცევა
    1 ავღანი 131 × 55 მმ ვარდისფერი ავღანეთის ბანკის ბეჭედი მეჩეთი მაზერი-შარიფეში 2002
(ისლამური კალენდარით 1381)
7 ოქტომბერი 2002
2 ავღანი ლურჯი პაგმან გარდენსი
5 ავღანი ყავისფერი ბალა ხიზარი
10 ავღანი 136 × 56 მმ ყვითელი-მწვანე პაგმან გარდენსი
20 ავღანი 140 × 58 მმ ყავისფერი სულთან მაჰმუდ გაზნის საფლავი როვზეში არგ მეფის სასახლე
  50 ავღანი 144 × 60 მმ მუქი-მწვანე მეჩეთი შახ ლი შამირა უღელტეხილი სალანგი
100 ავღანი 148 × 62 მმ იასამნისფერი მეჩეთი დუგა ბოსტი
500 ავღანი 152 × 64 მმ ლურჯი ხოჯა აბულა ანსარის მეჩეთი გერეტეში კანდაგარის აეროპორტი
1000 ავღანი 156 × 66 მმ ნარინჯისფერი მაზერი შარიფი ხაზრატ ალის საფლავი ახმად შახ დურანის საფლავი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება