ავლაბარი (თბილისის მეტრო)

თბილისის მეტროსადგური
(გადამისამართდა გვერდიდან ავლაბარი (მეტროსადგური))
ტერმინს „ავლაბარი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ავლაბარი (მრავალმნიშვნელოვანი).

ავლაბარი (ყოფილი 26 კომისარი) — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც თავისუფლების მოედნის და 300 არაგველის სადგურებს შორის მდებარეობს. იგი 1967 წლის 6 ნოემბერს გაიხსნა. არქიტექტორები ს. რევიშვილი, შ. ჩაჩანიძე, მხატვარი ზ. ლეჟავა.[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]

„ავლაბარი“

პირველი ხაზი
თბილისის მეტროპოლიტენი

ქვედა სადგურის მოსაცდელი დარბაზი
ამოსასვლელი 41°41′33″N 44°48′54″E / 41.69261965889343° ჩ. გ. 44.81511028166497° ა. გ. / 41.69261965889343; 44.81511028166497
რაიონი ისნის რაიონი
გახსნის თარიღი 6 ნოემბერი, 1967; 56 წლის წინ (1967-11-06)
წინა სახელები 26 კომისარი
ტიპი მიწისქვეშა, ღრმა ჩაწოლის პილონური
ბაქნების რაოდენობა 1
ბაქნის ტიპი კუნძულოვანი
ბაქნის სიგრძე 102
არქიტექტორ(ებ)ი ს. რევიშვილი
შ. ჩაჩანიძე
მხატვარი ზ. ლეჟავა
მშენებელი კომპანია „თბილმეტრომშენი“
ქალაქში გასასვლელი ავლაბრის მოედანი
სამუშაო გრაფიკი 06:00—00:00
„ავლაბარი“ ვიკისაწყობში

ვესტიბიული ქვედა სადგურს უკავშირდება ესკალატორით. მიწისქვეშა დარბაზი გადახურულია კამარით, რომელიც ეყრდნობა შავი მარმარილოთი მოპირკეთებულ ბურჯებს.[1]

2006 წელს სადგურის რეკონსტრუქცია ჩატარდა, რომელიც 4 სექტემბერს დასრულდა. სამუშაოების დროს, განახლდა მისი ზედა ვესტიბიული, დახრილი გვირაბი და მოსაცდელი დარბაზი. აგრეთვე ჩატარდა ტექნიკური სამუშაოები, რომლის დროსაც დამონტაჟდა სარეკლამო ბილბორდები და მონიტორები.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მეტროპოლიტენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 668, ISBN 99928-20-32-2.
  2. თბილმეტრომშენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 533, ISBN 99928-20-32-2.